“ბარსელონას” ახალგაზრდა მარცხენა მცველი, ალეხანდრო ბალდე თავის გამოცდილ კონკურენტ ჟორდი ალბაზე საუბრობს:
ჟორდი ალბა ჩემი კუმირია. ის ყოველთვის რჩევებს მაძლევს და კარგად მექცევა.
ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა ოცნების ახდენა იქნება.
“ბარსელონა” ჩემი ცხოვრების კლუბია. “ლა მასია” ჩემთვის ბევრს ნიშნავს – პრაქტიკულად, მთელი საფეხბურთო ცხოვრება აქ გავატარე.
ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი ვარ, რომელიც ოჯახითა და მეგობრობითაა გარშემორტყმული. ისინი მეხმარებიან, რომ მიწაზე მყარად ვიდგე.
კონკურენცია ძალიან კარგია. მატჩებსა და სავარჯიშო სესიებზე 100%-ით უნდა დავიხარჯო. მარკოს ალონსოსა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველ ჟორდი ალბასთან პოზიციის გაზიარება დიდი პატივია.




მიდი შენ ასე განაგრძე და ორივეს ამოაგდებ მაგ საზიარო სიიდან.