“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, კარლეს პუიოლი, კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით ჟერარ პიკეს განცხადებას ეხმაურება:
ყველაფრისთვის მადლობა, ჯერი.
შოკირებული ვარ. ძალიან არასამართლიანად მოგექეცით. “ბარსას” მაისური ისე ბევრს ნამდვილად არ დაუცვია, როგორც შენ.
ყოველთვის ვიტყვი, რომ შენთან თამაშის პრივილეგია მქონდა. ძალიან მიყვარხარ, მეგობარო.
პუიოლი და პიკე თანაგუნდელები 2008-2014 წლებში იყვნენ. მათ ერთმანეთის მხარდამხარ 159 მატჩი აქვთ ჩატარებული და ყველა შესაძლო ტიტული მოგებული.


ჰყავს
იმედია ენრიკეს გაფართოებულ სიაში არა ყავს როგორც რამოსი.
აი როგორ მინდა ლომის გულიანი მოვიდეს ბარსაში,მისცენ ოფიციალირი თანამდებობა რა მოხდება.ჩავიმ რო უთხრას მჭირდებიო დარწმუნებული ვარ უარს არ იტყვის.
მაგარი ძმაა კარლესა, არადა ეპოქა ოდესღაც სრულდება, რას ვიზამთ
აი პიკე უკვე მიდის, ბუსკეციც მიყვება და ალბაც, კი ვამბობდით რომ დროათქო მაგრამ ვაი რომ გული მწყდება ძაან, მიდის მთელი თავისი დიდებულებით, ეს ეპოქის დასასრულია და დაე ახალი ეპოქის დასაწყისი გახდეს
კლუბის ლეგენდის წასვლა რომ გაგიხარდება ესეიგი გუნდში ბევრი რამეა არასწორი. კარგია რომ მიხვდა აღარაა ბარსაში მისი ადგილი და დროულად წავიდა, სანამ მთლად გადაუსვა თავის მიღწევებს ხაზი. იმედია სხვებიც მიყვებიან.
ვიცით რომ საჭიროა და რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ მაინც საშინელი გრძნობაა… სეზონის ბოლოს ბუსკეცი მიყვება და ალბათ ალბაც. ჩვენ თვალწინ მიდის ბარსელონადან გუნდის ისტორიის უდიდესი ნაწილი. ის ხალხი რომელმაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი დაწერა. ოქროს თაობა… იმედია ყველას ღირსეულ დამშვიდობებას მოუწყობენ
მაინც ვერ ვიგებ როგორ შეიძლება ბარსელონას გულშემატკივარი იყო და პიკე გეზიზღებოდეს ან არ გიყვარდეს ერთერთი ყველაზე დიდი კულეა ვინც ოდესმე ყოფილა როცა ყველა ჩუმად იყო ეს კაცი ლაპარაკობდა სიმართლეს და ყოველთვის მაგიტო იჭყლიტებოდა სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ რაც გაუკეთებია კლუბისთვის ლეგენდა ულაპარაკოდ და ყველა ნამდვილ კულეს ემახსოვრება.