ალექსის სანჩესის და ანდრეს ინიესტას ტრავმები იბრაჰიმ აფელაის თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს.
იბრაჰიმმა უკვე ითამაშა ”მილანთან” მატჩის ბოლო წუთები. ანდრესის და ალექსისის ტრავმების გამო აფელაი გვარდიოლას გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდება.
”ბარსელონას” კალენდარი ძალიან დატვირთულია. სანაკრებო მატჩების გამართვამდე გუნდი კვირაში 2 მატჩს ჩაატარებს. ეს კი აუცილებელს გახდის შემადგენლობის როტაციას, რაც ფეხბურთელებს მეტ ძალას შეუნარჩუნებს.
პეპ გვარდიოლა 2 წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩა. ამგვარად იბრაჰიმ აფელაი პეპისთვის პირველი ნომერი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მას მესის, პედროს ან ვილიას დასვენება მოუნდება.



