“მანჩესტერ სიტის” ახალწვეულმა, კუნ აგუერომ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში თავის სურვილებზე ისაუბრა. აგუერო ოცნებობს, რომ მესის დონეს მიაღწიოს. “ჩემი ოცნებაა, მივაღწიო მესის დონეს. მე ყოველდღიურად ვმუშაობ იმისთვის, რომ ვთქვა -“დიახ! მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ!” და მოვიგო “ოქროს ბურთი””. აგუეროს ეჭვი არ ეპარება, რომ ლეო საუკეთესოა.
მარადონას სიძემ საქებარი სიტყვები არ დაიშურა “ბარსელონასადმი”. მისი თქმით კატალონიელები “სხვებზე მაღლა დგანან იმის გამო, რაც მათ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გააკეთეს.”
აგუერომ “მანჩესტერ სიტიზეც” ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდთან ერთად დიდი მიზნები აქვს. “ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავბრწყინოთ და ამ სეზონში მოვიგოთ პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.”



