დღეს გამართულ “ბარსელონას” გეგმურ ყრილობაზე კლუბის დელეგატებმა 2022/23 წლების სეზონის ბიუჯეტს კენჭი უყარეს და როგორც მოსალოდნელი იყო, მარტივად დაამტკიცეს.
ჟოან ლაპორტას ბორდის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი 478-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 35 იყო. 15-მა დელეგატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
ამრიგად მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” დაგეგმილი ბიუჯეტი 1 255 მილიონი ევრო იქნება, გადასახადების გადახდის შემდეგ მოგება კი 274 მილიონი ევრო.
დელეგატებმა ასევე კენჭი უყარეს ზაფხულში გააქტიურებულ ეკონომიკურ ბერკეტებს და ყველა მათგანი დაამტკიცეს. ცნობილია, რომ ამ საკითხზე კენჭისყრის ჩატარება ლა ლიგის მოთხოვნა იყო.

მოკლედ კრება დარჩა მხიარულიო, ეგ ამბავია რა. რაც მთავარია ტებასის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.