workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტ ლევანდოვსკიმ ბარსელონაში რეკორდების დამხობა უკვე დაიწყო

რობერტ ლევანდოვსკიმ ბარსელონაში რეკორდების დამხობა უკვე დაიწყო

გუშინ, “ელჩესთან” მოგებულ მატჩში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და “ბარსელონაში” რეკორდების დამხობა უკვე დაიწყო.

პოლონელმა გუნდში დიდი ხალისი შემოიტანა და ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ გოლებს გაიტანდა – “ელჩესთან” მატჩის შემდეგ მას უკვე 6 შეხვედრაში 8 გოლი (საშუალოდ 1.33 გოლი მატჩში) დაუგროვდა.

Sport-ის ინფორმაციით, ლევანდოვსკიმ ლადისლაო კუბალას რეკორდი დაამხო, რომელსაც “ბარსას” მაისურით ჩატარებულ პირველ 6 მატჩში საკუთარ აქტივში 7 გოლი ჰქონდა. 5 მათგანი კი უნგრელმა “სელტასთან” 6-1 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა. 

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგაში, პირველ 6 მატჩში 7 გოლიც კი 1997 წლის შემდეგ არავის გაუტანია. მაშინ ეს შედეგი “ატლეტიკოს” იტალიელ ფეხბურთელ კრისტიან ვიერის ჰქონდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    schedule 18 სექ 2022, 22:13

    სიტიში ჰოლანდმა აიწყვიტა, 11 გოლი.

  • Ko Ke
    schedule 18 სექ 2022, 22:06

    Ტიპი ისე თამაშობს მასში გადახდილი თანხა ამოიღო ორმაგად უკვე

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 სექ 2022, 15:50

    გოლების მანქანაა და იმედია ისეთი ჩავარდნილი თამაში აღარ ექნება როგორიც ბაიერნთან ჰქონდა, აქ წერდნენ ზედმეტად ბევრი ფული გადავიხადეთო მაგრამ ტიპი ისე თსმაშობს რომ დაავიწყა ყველას რამდენია მასში გადახდილი,ტორესისგან განსხვავებით😂

  • datio
    schedule 18 სექ 2022, 14:05

    2-3 წლით ახალგაზრდა იყოს…
    მართლა უმაღლესი დონის გოლეადორია…

  • nika 54
    schedule 18 სექ 2022, 13:20

    ძალიან კარგი, სწორედ ამიტომაც მოვიყვანეთ. ირტყას ეხლა თავში ბაიერნმა 4-6 ადგილებს რო იყოფს ჰოფენხაიმთან და გლადბახთან.

  • Griezzy7
    schedule 18 სექ 2022, 12:46

    იმედია დღეს რეალი დაკარგავს ქულებს.

  • ChuxrELia
    schedule 18 სექ 2022, 12:43

    ლევანა ჯერ ეხლა ხურდება და იწყებს, რეკორდები წლის ბოლოს ნახეთ 😎