workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მნიშვნელოვანი შეხვედრა ობამეიანგის თაობაზე

მნიშვნელოვანი შეხვედრა ობამეიანგის თაობაზე

დღეს, “ბარსელონასა” და “ჩელსის” შორის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის თაობაზე, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბები გარიგების სტრუქტურაზე იმსჯელებენ – სრული შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა, მაგრამ მუშაობა გრძელდება. 

გაბონელი თავდამსხმელი მხარეებს შორის სატრანსფერო ღირებულების შეთანხმებას ელოდება.

ESPN-ის ცნობით, “ბარსა” იმედოვნებს, რომ ობამეიანგის ტრანსფერი დილით განხორციელდება, რათა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აქტიურობა შეძლოს.

კატალონიურ კლუბს პიერის სანაცვლოდ €20/25 მილიონის მიღება სურს, ინგლისელები კი €17 მილიონს იხდიან. გარდა ამისა, “ბლაუგრანა” მარკოს ალონსოს ტრანსფერზე მუშაობს, რაც €5 მილიონი დაჯდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 30 აგვ 2022, 11:38

    ციტატა: Geroge Jussie
    ატლეტიკო რა საცოდავი გუნდია,ისევ 26 წუთით გამოიყვანეს გრიზი🤣😂


    ეგენი თავის პრეზიდენტ-მწვრთნელიანად საცოდავები კი არა მაგარი გოთვერნები არიან, თანაც ჭკვიანი გოთვერნები.

  • Geroge Jussie
    schedule 30 აგვ 2022, 09:48

    ატლეტიკო რა საცოდავი გუნდია,ისევ 26 წუთით გამოიყვანეს გრიზი🤣😂

  • cesc4
    schedule 30 აგვ 2022, 03:20

    არ ღირდა ალონსოს მოყვანა მაგრამ რაღას ვიზამთ მოსულია თითქმის,მარჯვენა ფლანგზე ბელერინი მოიყვანონ უფასოდ ახლა ყველაზე კაი ვარიანტია ეგ,ბრაიტა და დესტი გაუშვან,ობა დეპაიდან ერთ ერთი დატოვონ და გუნდიც დალაგდება

  • Don_Andresito
    schedule 30 აგვ 2022, 03:07

    აუ კიდე ალონსოო, მიდით ხო ბალდე მიაყოლეთ გრიმალდოს და კუკურელიას გზას და მადრიდისტა ბებერი ალონსო მოიყვანეთ. მარჯვენა მცველზე კიდე არაფერი ხდება, ფოიტი გამოირიცხა, ისე სადაც ვერმაელენი იყიდეს, ცოცხალ მკვდარი, არაა გამორიცხული ეგეც იყიდონ დამტვრეული მარა იმედია ეგეთი დებილებიც არ არიან. ტრაორეო და მაგას ისევ ბელერინი ჯობს. და იმედია ბრაიტვაიტს გაუშვებენ. ობა დეპაის შორის კიდე 1-1 დარჩება.

  • EL MAESTRO 6
    schedule 30 აგვ 2022, 02:02

    მარჯვენა მცველს იმედია მოასწრებენ, 46 საათი დარჩა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ნეტა მალე დამთავრდეს და ამოვისუნთქავთ ამდენი უაზრო ჭორისგან და გაუგებრობისგან