“ბარსელონას” ქალთა გუნდის კაპიტანი ალექსია პუტელიასი ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების მიუხედავად კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, თანაც ზედიზედ მეორედ.
კაცების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ, UEFA-მ გასული წელი შეაჯამა და საუკეთესოები გამოავლინა. “ბარსელონას” ერთი ჯილდო შეხვდა.
ევროპის სეზონის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად “ბარსელონას” კაპიტანი ალექსია პუტელიასი დასახელდა. გასულ სეზონში მან “ბლაუგრანასთან” ერთად ესპანეთში ყველაფერი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი ფინალში ითამაშა. პუტელიასმა ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ტურნირი გამოტოვა. ამან მისი შანსები შეამცირა, მაგრამ იმის გამო, რომ ალექსია გასულ სეზონში ობიექტურად ყველაზე კარგი იყო, მან ეს წოდება ზედიზედ მეორედ მაინც მიიღო.
ალექსია პუტელიასი პირველი ქალი ფეხბურთელია, რომელმაც UEFA-ს წლის საუკეთესო ჯილდო ზედიზედ ორჯერ მოიგო.




ისე სინტერესოა ოქროს ბურთების საერთო რაოდენობაში ქალებისაც ითვლება? თუ ასეა მაშინ ერთპიროვნული ლიდერები ვყოფილვართ.
აბა რა ამ ლამაზმანის გარდა სხვას ვის უნდა მოეგო