რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობები, რომ “ბარსელონა” პაბლო ტორეს იჯარით გაშვების ვარიანტს განიხილავდა, თუმცა, როგორც ჩანს, ასე არ მოხდება.
ადრია ალბეტსის ინფორმაციით, “ბარსამ” დღეს სანტანდერის “რასინგს” (ტორეს იჯარით აყვანის კანდიდატად სწორედ მისი ყოფილი კლუბი სახელდებოდა) შეატყობინა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის განათხოვრებას არ აპირებენ.
დიდი ალბათობით, 19 წლის ნახევარმცველი “ბარსელონას” პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს გააგრძელებს და ჩავი განაცხადშიც ხშირად შეიყვანს ხოლმე, მაგრამ, ძირითადად, ის “ბარსა ატლეტიკში” ითამაშებს.

მთავარია ხალისი არ მოუკლან სათადარიგოზე ჯდომით, მოგებულ თამაშებში მაინც გამოუშვან ხოლმე.
თუ არ ვანათხოვრებთ მაშინ რეზევრში მოუწევს დროის გატარება და მერე საჭიროების შემთხვევაში დროს მიიღებს, არაა ცუდი ბიჭი და შეუძლია დიდი ფეხბურთი ითამაშოს მომავალში