ამიერიდან, უსაფრთხოების მიზნით, “ბარსელონა” სავარჯიშო სესიების გრაფიკს წინასწარ აღარ გამოაქვეყნებს.
SER-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტია, როდესაც რობერტ ლევანდოვსკის საათი მოიპარეს, შემდეგ კი პოლონელმა ქურდების დაჭერა თავად ცადა და კინაღამ დაშავდა.
გარდა ამისა, სიუტატ ესპორტივას შესასვლელთან ფეხბურთელების შეურაცხყოფის ფაქტი არაერთხელ დაფიქსირდა და სწორედ ამიტომ, კატალონიურ კლუბში ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

და პოლიცია ბარსელონაში აღარ არსებობს? და არც სტადიონს არ ყავს უსაფრთხოების სამსახური.