
ალბერტო ბოტია სულ მალე გააფორმებს კონტრაქტს “სპორტინგთან”. ხელის მოწერა მას შემდეგ მოხდება, რაც ოფიციალურად შეთანხმდებიან ხიხონელთა და აკატალონიელთა მხარეები. ბოლო სეზონში ახალგაზრდა მცველი ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა “სპორტინგისა” არამარტო დაცვაში არამედ მთლიან გუნდში. ბოტია “ბარსელონას” საკუთრება იყო და არენდის წესით თამაშობდა მანუელ პრესიადოს გუნდში. “სპორტინგმა” ამ ფეხბურთელის შესყიდვა გადაწყვიტა. კონტრაქტის პირობები ჯერ უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ხიხონელთა მხარე “ბარსელონას” 2 ან 3 მილიონ ევროს გადაუხდის და ბოტიას 4 წლიან კონტრაქტსაც გაუფორმებს.
წყარო: barca.ru
