ჩავი ლემუსის ინფორმაციით, “ბარსელონა”, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ორ ფლანგელს შეიძენს.
გუშინდელი მატჩის შემდეგ “ბარსას” ხელმძღვანელობა კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ დაცვის ფლანგები გასაძლიერებელია. ამასთან, ჩავი ერნანდესმა კლუბს უთხრა, რომ მარჯვენა მცველი რაც შეიძლება მალე უნდა მოიყვანონ.
კატალონიური გრანდი მარცხენა დაცვას მალე მარკოს ალონსოთი გააძლიერებს, მარჯვენა ფლანგზე კი კონკრეტული სამიზნე უცნობია – წყაროს ცნობით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.
სესარ ასპილიკუეტას ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, გუნდს ექტორ ბელერინი დაუკავშირეს, თუმცა, სერიოზული არაფერი.



კაროჩე ამ ალონსოს შეუკიკინეს რა მარჯვნივ ან ასპილიკუეტას მოიყვანენ ან ბელერინს
ანუ კონკრეტულად არც არაფერი.