მემფის დეპაი მიმდინარე ზაფხულში, დიდი ალბათობით, “ბარსელონას” დატოვებს. ნიდერლანდელს არაერთი მსურველი ჰყავს.
The Guardian-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელით ამჯერად “ვესტ ჰემ იუნაიტედი” დაინტერესდა. მიუხედავად იმისა, რომ დეპაის ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდში გადასვლა ურჩევნია, “ჩაქუჩები” იმედოვნებენ, რომ მის დათანხმებას მოახერხებენ.
“ბარსელონას” ნიდერლანდელის გაშვება სახელფასო ფონდის გამოთავისუფლებისა და ფეხბურთელთა დასარეგისტრირებლად სჭირდება და კლუბი მზადაა, ის უფასოდ დათმოს.
დეპაის შეძენა “ჩელსისა” და “იუვენტუსსაც” სურთ. მოსალოდნელია, რომ ის კარიერას ტურინულ გუნდში გააგრძელებს.



Ვესტ ჰემი ფულის გადამხდელი მაინც არის და ეს ტურინელები ჟმოტები არიან. Მოკლედ გაიგეს რომ კრიზისი გვაქვს და ყველა მაზოლზე გვაჭერს ფეხს
იუვეში წავიდეს ჯობია, რაის ვესტ ჰემი, სერია ა ში იფრენს და სკუდეტოსაც დადებს ალბათ
თუ ობამეანგი ჩელსის ძალიან უნდა და გუნდიც თანახმაა გაშვებაზე მაშინ დეპაი უნდა დაიტოვონ.
5 მილიონი მაინც არ ღირს ეს ლაპორტაც კაი ჩოილარია. თუ უფასოდ უნდოდა გაშვება უმტიტს რაღას გაუფორმა 200 წლიანი
ვესტხემს დააკვდებოდა ზედ
ივენტუსში უნდა დეპაის თამაში
ობა მევასება, მაგრამ მგონია რომ ლევანას ხელში დაიჩაგრება, არადა მაგარი ზამენაა, ისევე როგორც დეპაი, უბრალოდ ამ ორს შორის განსხვავება ისაა რო ობა გამოკვეთილი ცენტრია და იმდენად სწრაფია რო ფლანგზეც ქაჩავს, დეპაი კი ვნახეთ რო ცენტრში ვერაა სრულყოფილი, ხოდა ფლანგზე კიდე იმდენი კაცია არ გვჭირდება, აქედან გამომდინარე სპორტული კუთხით დეპაის გაყიდვაა სწორი ხოლო ფინანსურად ობასი, მაგრამ დიდი ალბათობით დეპაი დაგვტოვებს და ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის სპორტულ მხარეს აქვს მნიშვნელობა და დალშე ლაპორტას საქმეა რას იზამს, არადა დეპაი კაი ტიპია, უბრალოდ ამდენი თავდამსხმელი მართლა ზედმეტია, რომ დარჩეს მაინც სკამის ხეხვა მოუწევს და ცოდოა მაგისთვის.
ჩავისთვის ობა ძაან მნიშვნელოვანიაო იწერება და შესაბამისად პრიორიტეტია მისი დატოვება და დეპაის გაშვება. უფასოდ კიდე იმიტო გვიწევს გაშვება რო ყვრლამ კარგად იცის ფეხბურზტელების მოშორებაზე რო ვართ და სარგებლობენ ამით, ყელამდე ვალებში როარ ვიყოთ და სახელფასო ლიმიტს თავს როარ ვურტყამდეთ უპრობლემოდ გაიყიდებოდა დეპაი ახლავე 30-40 მილიონად, მაგრამ იციან კლუბებმა ჩვენი უდღეური მდგომარეობა და სარგებლობენ, ჩვენც სხვა რა გზა გვაქ, გვირჩევნია უფასოდ დავთმოთ და სახელფასო ფონდმა ამოისუნთქოს, ვიდრე მილიონებზე ვივაჭროთ და საბოლოოდ ვერავისაც ვერ მივყიდოთ :დდდდ