workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსს ბარსელონას მიერ შეთავაზებულ კონტრაქტთან დაკავშირებით ეჭვები აქვს

ბუსკეტსს ბარსელონას მიერ შეთავაზებულ კონტრაქტთან დაკავშირებით ეჭვები აქვს

“ბარსელონა” და სერხიო ბუსკეტსი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან ფეხბურთელის მხარეს შეთავაზებულ პირობებთან დაკავშირებით ეჭვები გააჩნია.

კლუბი 34 წლის კაპიტანს ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს, რათა მისთვის ხელფასის გადავადება შესაძლებელი იყოს, თუმცა ესპანელს 2023 წელს “ბარსას” დატოვება სურს და როგორც Mundo Deportivo წერს, ეს მას ეჭვებს უჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დათანხმდება ლა ლიგა მსგავს კონტრაქტს და შესაძლებელი იქნება თუ არა “ბლაუგრანადან” ხელფასის აღება იმ შემთხვევაში, თუ ის “ბარსელონას” მოთამაშე აღარ იქნება.

ბუსკეტსს არ სურს, კონტრაქტის ლეგალურობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შეექმნას, ამიტომ მხარეებს უკეთესი გამოსავლის მოფიქრება მოუწევთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • ROUCH
    schedule 11 აგვ 2022, 18:42

    Proჭკაცა ლაპორტა იგივეს აპირებს ფაქტიურად რის გამოც დე იონგს შტეგენს და ლენგლეს ეხლა უტრაკებს არასამართლიანი კონტრაქტები გაქვთო

  • nika 54
    schedule 11 აგვ 2022, 16:35

    ძალიან ჭკვიანური ეჭვები აქვს, ვერც გაამტყუნებ. ბართომეუსგან უარესები უნახია.

  • Ko Ke
    schedule 11 აგვ 2022, 16:34

    Დროა უკვე წავიდნენ პიკე და ბუსი❤️ დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც გააკეთეთ და ამ სეზონშიც გააკეთებთ❤️ ახალგაზრდებს უნდა დაუთმოთ სცენა

  • xavi-iniesta-messi
    schedule 11 აგვ 2022, 16:25

    მომავალი სეზონიდან ბუსი და პიკე უნდა წავიდნენ. დროა უკვე ახალგაზრდებს დაუთმონ ასპარეზი ღირსეულად. ალბას ალბათ ორ სეზონს დატოვებენ…
    წლევანდელი სეზონი მგონია უფრო გუნდის ჩამოყალიბებაში და შეთამაშებაში იქნებიან და ალბათ ერთ ორ ტიტულსაც გამოკრავენ ხელს. ლიგაზე დიდი იმედები არ მაქვს მე პირადად, მაგრამ ვნახოთ რა იქნება.
    მამნეტ არც გვარდიოლას პირველ სეზონში ქონდა არავის არაფრის იმედი, როცა გაუჩო და დეკუ გაუშვა გუნდიდან და ყველასთვის უცნობი ტურე, კეიტა და გამოუცდელ პიკე, ბუსკეცს ანდო ძირითადი. კი დავდეთ მაგ წელს ტრიპლეტი და ვინც სადაც დავიჭირეთ იქ ვუქენით საქნელი. მხოლოდ ჩელსის თუ არ ჩავთვლით ნახევარფინალში სადაც ნამდვილად გაგვიჭირდა და რომ არა გამართლება მათ 11 კაციან ავტობუსს ვერაფერს ვუხერხებდით.
    პ.ს ვა ბანკზე კი წავიდა ლაპო ყველაფერი დაყიდა იმის გამო, რომ ერთ სეზონში აეწყო ყველაფერი. თუ არ გამართლდა ეს მოლოდინები მერე ვნახავთ ნამდვილ კრიზისს… იმედია ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა. წარმატებები!