ცნობილია, რომ სერხიო ბუსკეტსი მზადაა, “ბარსელონას” დასახმარებლად ხელფასი კიდევ ერთხელ შეიმციროს.
გავრცელებული ინფორმაციით კლუბი კაპიტანს 2023 წლამდე მოქმედი კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას შესთავაზებს იმისათვის, რომ მან კუთვნილი თანხა მიიღოს, მაგრამ წლიური ანაზღაურება ნაკლები გამოუვიდეს.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ცნობით, ბუსკეტსს “ბარსელონასთან” ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს. მას უნდა, რომ კლუბი 2023 წელს დატოვოს.
გავრცელებული ინფორმაციით სერხიო “ბლაუგრანადან” აქამდეც წავიდოდა, რომ არა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხერხდება კონტრაქტის გახანგრძლივების გარეშე ბუსკეტსის ანაზღაურების შემცირება.




რას ერჩით, დაბერდა და გრძნობს. ძალიან კაცურად იქცევა, როგორც ფეხბურთელი იყო თავმდაბალი ისე ადამიანურად იქცევა.
P.S. იმედია ამას ღირსეულ გაცილებას მოუწყობენ, ამდენი წელია გუნდში და ერთი შენიშვნა არა აქვს ადმინისტრაციიდან.
იცის თუ როდის უნდა წავიდეს;

თან პიკესაც ანამუსებს
ზუსტა ხვდება თვითონაც ამ ყველაფერს და პლიუს გუნდზეც ფიქრობს, ყველანაირად კლასია ეს კაცი
Კარგია რომ ხვდება ეს მისი ბოლო სეზონია❤️ მიყვარხარ ბუსი!!! Ლეგენდა ხარ მსოფლიო ფეხბურთის და დიდი პატივია შენი ყურება❤️❤️
ასაკი ერთნაირად არ მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე და ასაკი კიარ აშინებს და მიდის ფეხბურთელს არამეტ ხვდება რო ვეღარ აქვს ის კონდიციები და დატვირთვას ვეღარ უძლებს საიმისოდ რო ტოპ გუნდში ყველა ტურნირის მოსაგებად მზად იყოს. ნამუსი აქ და მიდის თორე შიში ასაკის არაფერ შუაშია.
ნახეთ რა დაიწერა გაუხანგრხლიოს უნდაო რო მაგალითად 20 მილიონი თუ აქ 10 ეხლა მიცეს 10 მერე. ბართომ რო იგივენაირად უქნათ სხვებს რო იმ წამში დაეზოგა და საბოლოოდ მაინც თავისა მიეღოთ ის უკანონოა და ეს არ იქნება? ის 310 მილიონი თუ რაღაცა რამდენი კაცის რამდენი წლისა გამოვიდა 1წელიწადში კი არ მიცათ ეგ თანხა
აქმდეც წავიდოდაო😏 ეგ რო მართალი იყოს ეს ჩავიც და ინიესტაც უნდა დაკიდო ნოუკამპის ბოლო სკამიდან ცალი ფეხით😤 რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ წინა სეზონი ბუსკეცმა ჩაატარა როგორც მინიმუმ ძალიან კარგად, ესეიგი შეძლებია კიდე თამაში, ჩავისა და ინიესტაზეც არსებობს იგივე მოსაზრებები, ჩავიც ნაადრევად წავიდა და ინიესტაც, მაგხელა კლასის მქონე ფეხბურთელს არ უნდა აშინებდეს ასაკი.
ჭკვიანია ბუსი, იცის რომ მეტად ვეღარ გაქაჩავს და წავა თავისი ფეხბით, ეგ დასაფასებელია, სანამ შეძლო იქამდე ბევრი რამ აკეთა გუნდისთვის და უდიდესი ლეგენდაა, ესეც იმსახურებს გაცილებას
უნდა წავიდეს ეს და პიკე ზაფხულში აუცილებლად, ამათ თავისი საქმე გააკეთეს უკვე და ყველასთვის ჯობია რომ წავიდნენ. ვეღარ აკმაყოფილებენ ბარსას დონეს წლებია უკვე. ახალგაზრდა და ენერგიული ფეხბურთელები გვჭირდება.