ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ რიკი პუჩი “ბარსელონადან” “ლოს ანჯელეს გელექსიში” გადადის.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, მხარეებს შორის სრული შეთანხმება მიღწეულია – კატალონიელი ნახევარმცველი ამერიკულ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამჟამად, საჭირო დოკუმენტები მზადდება.
ტრანსფერის გაოფიციალურება დროის ამბავია – “ბარსამ” პუჩის გაშვებაზე თანხმობა გუშინ განაცხადა. კატალონიური გრანდი მისი მომავალი ტრანსფერიდან გარკვეულ წილს მიიღებს.




ანუ უფასოდ უშვებენ როგორც ჩანს. მინგესაში 3 მილიონი მაინც ავიღეთ და ეს სულ უფასოდ აფსუსია. კიდევ იგივე ხდება ჩვენ რო მაგის დონის ფეხბურთელი მოვინდომოთ უცებ დაადებენ კარგ ფასს.
კარგია რომ მიდის ეს გასაყრელი ხალხი