მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რას გვიმზადებს გვარდიოლა ახალ სეზონში?  (ნაწილი  II)

რას გვიმზადებს გვარდიოლა ახალ სეზონში? (ნაწილი II)

 

სეზონი 2009/10

    იბრაჰიმოვიჩის მოსვლამ კლუბში, პეპს საშუალება მისცა ეთამაშა გამოკვეთილი ფორვარდით. თუმცა ზლატანის ასპარეზობამ კატალონიურ კლუბში არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა. ასეთი ტიპის თადამსხმელი შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხნის წინ ჰყავდა “ბარსას”, პატრიკ კლუივერტის სახით. სამაგიეროდ ჩვენ ვნახეთ ახალი მესი, რომელიც ბრწყინვალედ ასრულებდა სხვადასხვა როლებს. მან სეზონი დაიწყო იქ, სადაც დაამთავრა წინა– მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე, თუმცა ამის შემდეგ “ტყუილი 9 ნომრის” პოზიციაზეც ითამაშა (მაგალითად, “რეალთან”   “ბერნანეუზე”), თავდამსხმელების უკანაც და თქვენ წარმოიდგინეთ მარცხენა ვინგერადაც კი( “ვალენსიასთან” მატჩი ნოუ კამპზე).

    გაუმჯობესდა  დაცვის ხარისხიც. პიკემ და პუიოლმა გაუვალი კედელი შექმნეს ცენტრში. იაია ტურეს წასვლის შემდეგ, გუნდში ძირითად საყრდენი სერხიო ბუსკეტსი გახდა. მაშინ ის არ აჩვენებდა ასეთ შესანიშნავ თამაშს და ზოგი გულშემატაკივარი ხმამაღლა აცხადებდა, რომ ის მხოლოდ იმიტომ თამაშობდა ძირითადში, რომ გვარდიოლას ერთ–ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო. დრომ აჩვენა, რომ სერხიო შეუცვლელი ფიგურაა “ბარსელონასთვის” და ესპანეთის ნაკრებისთვის. ბევრის აზრით, “ბლაუგრანას” მობილურობასა და მოქნილობაში სერხიოს როლი უდიდესია.

   რაც შეეხება ძირითად ტაქტიკას, 4–3–3 უცვლელი დარჩა, თუმცა განჩდა “გეგმა ბ” ანუ 4–2–4.  საქმე ისაა, რომ ინიესტამ ნახევარი სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა, მან მხოლოდ 20 მატჩი ითამაშა, კეიტამ კი 23. როგორც შემტევი ნახევარმცველი ის აშკარად სუსტია ანდრესზე, ამიტომ გვარდიოლა მას მეორე საყრდენად ათამაშებდა, ჩავის კი ინიესტას პოზიციაზე უწევდა გადასვლა. როდესაც “ინი” მოედანზე იყო, პეპი მას  თავდასხმის მარცხენა ფლანგზე ათამაშებდა, რადგან ანრი ისე ვეღარ გამოიყურებოდა, როგორც წინა სეზონში. გვარდიოლამ რამდენჯერმე სცადა ინიესტა ფლეიმეიქერის პოზიციაზე ეთამაშებინა, თუმცა განსაკუთრებული აქედან არაფერი გამოვიდა.

 

 

 

სეზონი 2010/11

  პეპი უქმად დროს არ კარგავს. გაკვეთილმა, რომელიც მას მოურინიომ ჩაუტარა( გავა ცოტა ხანი და პეპი უკვე ლექციას ჩაუტარებს), მას ბევრი რამ დაანახა. 2010/11 წელს “ბარსა”  ისე ათამაშდა, რომ ბევრ გაუჩნდა კითხვა: შეიძლება კი ითამაშო უკეთ, ვიდრე თამაშობს ეს გუნდი?

   იბრამ დატოვა გუნდი და მის შემცველად მოიძებნა დავიდ ვილა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ნატრობდა პეპი თავის გუნდში. რას ნიშნავდა ეს ტაქტიკური თვალსაზრისით?  იმას რომ უმოძრავო, სტატიკური თავდამსხმელის ნაცვლად მივიღეთ უსწრაფესი, მობილური თავდასხმა, პრაქტიკულად ნაკლის გარეშე (თუ სიმაღლეს არ ჩავთვლითთ). ასტურიელი შვედისგან განსხვავებით მუდმივად მოძრაობს და აიძულებს მეტოქის მცველებს მას დიდი ყურადღება დაუთმონ.

ვილას გამოჩენის შემდეგ უნდა აღვნიშნოთ ორი ფაქტორი:

პირველი– ლეო მესი საბოლოოდ გადავიდა ცენტრში და ამ ადგილიდან იგი არამარტო იტანს, არამედ აკეთებს საგოლე გადაცემებსაც. ხუმრობა ხომ არაა მარტო წინა სეზონში მან 20 საგოლე პასი გააკეთა და პრიმერას საუკეთესო მეპასე გახდა.

მეორე– ბუსკეტსის თამაში. ამ სეზონში მან უკვე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. ის გახდა დამაკავშირებელი რგოლი დაცვას და ნახევარდაცვას, ჩავის და მცველებს შორის.

ჰოდა აი მივადექით ახალი სეზონის დასაწყისსაც. კლუბი მუშაობს შესანიშნავად, ყველაფერი აწყობილია, “ბარსელონა” მსოფლიო ფეხბურთის უმაღლეს მწვერვალზეა და ნუთუ შეიძლება კიდევ განვითარება?

თქვენ წარმოიდგინეთ შეიძლება!

 

II ნაწილის დასასრული

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში