დღეს, სიუტატ ესპორტივაზე, “ბარსელონას” ფეხბურთელის რანგში ჟიულ კუნდეს პრეზენტაცია იმართება.
პრეზენტაციაზე წარმოთქმული სიტყვები
კუნდე
ბედნიერი ვარ, რომ დიდ გუნდში გადმოვედი. პრეზიდენტი, ისევე, როგორც ფანები, შესანიშნავია. მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ვივარჯიშოთ და მოვიგოთ.
რამდენიმე თვეში, შევეცდები, კატალონიურად ვისაუბრო.
ლაპორტა
მოგესალმებით, ჟიულ!
მადლობა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც გაიღე. მოგვწონს მოთამაშეები, რომლებსაც “ბარსაში” გადმოსვლა სურთ. შენ ჩვენ დაგველოდე.
მატეუ ალემანის, ჟორდი კრუიფსა და რაფა იუსტეს ამ ტრანსფერს ვულოცავ.
ჩავის შენი მოყვანა ძალიან უნდოდა.
დარწმუნებული ვარ, საკუთარ დონეს გვაჩვენებ და აქ წარმატებული იქნები.
პრესკონფერენცია
ლაპორტა
კლუბისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დიდებული ფეხბურთელი მოვიყვანეთ.
კუნდე “ბარსელონაში” გადმოსვლის სურვილს ყოველთვის გამოხატავდა. ეს შესანიშნავი ტრანსფერია.
ჩავის მისი მოყვანა ძალიან უნდოდა. ბედნიერები ვართ.
გვჯერა, რომ ახალწვეულების დარეგისტრირებას შევძლებთ. ფეხბურთელების გაშვებაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს მარტივი არაა. ტრანსფერებით კმაყოფილი ვარ.
მესიზე ახლა კომენტარს არ გავაკეთებ, მომავალში – ვნახოთ.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, შესაძლოა, ფეხბურთელები კიდევ დავიმატოთ.
Barça Studios-ის 25%-ს €100 მილიონად გავყიდეთ.
სხვა კლუბები “ბარსაზე” საუბრობენ და შეუძლიათ, ასე გააგრძელონ, ჩვენ კი მუშაობს განვაგრძობთ.
“სევილიას” დიდ პატივს ვცემთ. მათ თავიანთი საქმე შესანიშნავად შეასრულეს. ჩვენ დიდებული ურთიერთობა გვაქვს.
“ბაიერნი”? ჩვენ საკუთარ საქმეს ვაკეთებთ და ყველას აქვს უფლება, რაც უნდა, ის თქვას. ჩვენ ჩვენს გეგმას მივყვებით და კონკურენტუნარიან გუნდს ვაყალიბებთ.
ბერნარდუ სილვა? ჯერ ახალწვეულები უნდა დავარეგისტრიროთ, შემდეგ კი ვნახავთ, რისი გაკეთება შეიძლება. მწვრთნელს ტრანსფერები კიდევ სურს.
კუნდე
ჩავისთან საუბარი შესანიშნავი იყო. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ის მაფასებდა. მწვრთნელის ასეთი ძლიერი სურვილი, რომ “ბარსაში” გადმოვბარგებულიყავი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ერნანდესმა მითხრა, რომ ისე გავაგრძელო, როგორც “სევილიაში”: ვიყო აგრესიული, ბურთით კარგად ვიმოქმედო და კლუბის მოთხოვნებს მივყვე.
მართალია, რომ სხვა ვარიანტიც მქონდა, მაგრამ “ბარსელონას” დაველოდე, რომ “სევილიასთან” შეთანხმებისთვის მიეღწია. “ჩელსიში” გადასვლა შემეძლო, მაგრამ, როცა ეს შესაძლებლობა გაჩნდა, “ბარსა” ავირჩიე, რადგან კლუბს ბრწყინვალე პროექტი აქვს.
მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ასე კარგად მიმიღო. დიდ გუნდში ვიმყოფები და ძალიან ამბიციური ვარ.
ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება ადაპტაციის პროცესს გამიადვილებს, მაგრამ, პირველ რიგში, “ბარსას” სტილს უნდა მოვერგო.
კონკურენცია გუნდისთვის კარგია, ჩემთვის კი – გამოწვევა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და უნდა განვვითარდე. აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს ნებისმიერ დროს დავეხმარო.
მატეუ ალემანი
წამსვლელები? თავისი სიტუაცია ყველამ იცის. ამაზე ვმუშაობთ და ვცდილობთ, საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ. დრო გვჭირდება.
კუნდეს აგენტი ყოველდღე გვირეკავდა, რომ Fair Plays-ს წესებზე გაეგო, რადგან ჟიულს “ბარსაში” გადმოსვლა სურდა. მას ვთხოვე, რომ აღარ დაერეკა, რადგან არ ვიცოდი, რა მეპასუხა. როცა მეორე ბერკეტი გავააქტიურეთ, აგენტს სხვა კლუბთან შეთანხმება თითქმის მიღწეული ჰქონდა, მაგრამ ჟიულს მხოლოდ “ბარსელონა” უნდოდა და დაგველოდა.
ბალდე? კარგია, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი ვითარდება, ალეხანდრომ კი ამერიკულ ტურნეზე პროგრესი ნამდვილად განიცადა. საბოლოოდ, ყველაფერს ჩავი გადაწყვეტს.
არავის ვებრძვით, უბრალოდ, ვცდილობთ, ფეხბურთელები დავარწმუნოთ და, როცა ამას ვახერხებთ, – შეთანხმებას მივაღწიოთ. “ჩელსისთან” კარგი ურთიერთობა გვაქვს და მის მფლობელთან ვივახშმეთ.
გარდამტეხი სეზონი გველის წილ და იმედია ყველაფერი კარგად აეწყობა
აუჰ ((( ! არანაირად არ შეიძლება მაგ ბიჭის დაკარგვა არანაირად! …..
ჯანმრთელი ფატი და ენდრიკი ერთად ხო ხო ხო, რა სპექტაკლები დაიდგმება!
კარგი ტრანსფერია იმედია სხვა ფრანგებს არ მიბაძავს და გაამართლებს
აუჰ ((( ! არანაირად არ შეიძლება მაგ ბიჭის დაკარგვა არანაირად! …..
ამის რაც ყველაზე ძალიან მომწონს აი ბურთის ამოტანის დროს ერთი ორ კაცს ადგილზე რომ ცდება ატყუებს.მთავარია პოზიციური შეცდომები არ დაუშვას დაცვაში სხვა ყველანაირად უძლიერესი ოგროკია
გილოცავთ ყველას!!! ეგება ჩვენც აღარ ვიყოთ მარტო შტეგენის იმედზე.
ისე რა მაგის პასუხია და. ლაპორტას სიტყვებზე: "მესიზე ახლა კომენტარს არ გავაკეთებ, მომავალში – ვნახოთ"-ო
შეეძლო ეთქვა მესი მშვენიერ ფორმაშია და დამატების შემთხვევაში არ ვინანებთო. მესიმ გუშინ საფრანგეთის სუპერთასზე პსჟ-ს ამ სეზონის პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა, და თავის გუნდს ნანტთან გაამარჯვებინა. მესი კი მატჩის საუკეთესოდ ცნეს და საპატიო პრიზიც გადასცეს. საფრანგეთის სუპერთასი ლეოს 42-ე ტიტულია კარიერაში და როგორმე ალვესს-აც დაეწევა. იმედია ეხლა არ დამაბრალებთ ბარსას ღალატს და არ გამკიცხავთ აქ სხვა გუნდის ფეხბურთელზე რატომ ლაპარაკობო.
გილოცავთ!!!მთავარია ახლა ამან გაამართლოს.მე მჯერა რომ გაამართლებს
ვახ ბიჭო რეალი და ჩელსი გამწარებულები ჩალიჩობენ თურმე ენდრიკის ყიდვას, ჩელსის დაჟე უკვე წინადადებით მიუმართავსო ჰალაზე წერენ, ეს ჩვენები რას შვებიან ნეტავ, თუ დაუჩქარებენ და დროზე იყიდიან მაგ ბიჭს კარგი იქნება
იმედია გაამართლებს და დამთავრდება მოთქმა-გოდება დაცვის ცენტრზე. წინაპირობები კარგი აქვს, ბურთის კონტროლი, ამოტანა და თავით თამაში მშვენიერია, პოზიციურადც კარგია, ერთადერთი იმედია რომ დაძაბულობისას თავის კონტროლს მოახერხებს, უაზრო წითლები ამოვიდა ყელში ისედაც ლენგლესგან
რა კაცია ალემანი😃 არ დამირეკოო)) ტვინს ნუ მიღნავო ზარებითო არ მაქო სალაპარაკოო, მე თითონ დაგირეკავო რო "ჩავრიცხავ" ფულსო. იმენა რეკაშეტია))
კუნდე მაგარი იგროკია და მჯერა რომ ძირითადში მალევე დაიმკვიდრებს ადგილს, ვნახოთ სიანტერესო სეზონი გველოდება,ბერნარდუც თუ მოვიდა მგონი მართლა ყველაზე მაგარი სატრანსფერო სეზონი გამოვა .
ისე დემბოს რაც გამოვაცალეთ "თანამემამულე" მას მერე აყუმარდა და იმედია არ აურევს ტვინს კუნდე ფრანგულად.