workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა იოჰან მოხიკათი დაინტერესდა

ბარსელონა იოჰან მოხიკათი დაინტერესდა

ჟიულ კუნდეს ტრანსფერის შემდეგ, “ბარსელონა” დაცვის ფლანგების გაძლიერებას გეგმავს.

მარჯვენა მცველის პოზიციაზე კლუბის სამიზნე სესარ ასპილიკუეტაა, რომლის შეძენაც საკმაოდ რეალურია, მაგრამ პრობლემები იქმნება მარცხენა მცველის, მარკოს ალონსოს თაობაზე – “ბარსას” “ჩელსის” მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა არ სურს.

ადრე გავრცელებული ცნობებით, ალონსოს ალტერნატივად “ბარსა” კაიო ენრიკესა (“მონაკო”) და ხავი გალანს (“სელტა”) მოიაზრებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალი ვარიანტიც გამოჩნდა – Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური გრანდი იოჰან მოხიკათი ინტერესდება. 

“ელჩეს” კოლუმბიელ მცველს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს და €5.5 მილიონზე მეტი არ დაჯდება, მაგრამ “ბლაუგრანას” კონკურენციის გაწევა “სევილიასა” და “ატლეტიკოსთან” მოუწევს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 29 ივლ 2022, 16:10

    ციტატა: EL MAESTRO 6
    ალბას ნორმალური კონკურენტი არ აწყენდა ნაღდად, ბოლოში მაგის გაშვებაზე რომ წავიდა ლაპარაკი გაიგიჟა თავი ისე ათამაშდა და მოტივაცია სჭირდება, ისევე როგორც ყველას


    ხოდა მაგისთვის აუცილებელია რო იცოდეს რო კონკურენტი უზის გვერდით და ცოტა კაცურად გაისარჯოს.

  • katalomia
    schedule 28 ივლ 2022, 22:31

    ბოლო მოჰიკანია.

  • Alien messi
    schedule 28 ივლ 2022, 21:46

    ასეთი დონის იგროკების მოყვანა არაა სწორი ვფიქრობ ჯობს იქით ზაფხულში მოიყვანონ ვინმე ტოპ კლასის ალბას შემცვლელი ვიდრე ახლა ვიღაც მოხიკები არავის მოყვანა არაა საჭირო ერთი აზპი მოიყვანონ მარცხნივ ბალდე ალბა გვყავს+ ბევრი ფეხბურთელია რომელსაც შეულია მანდ თამაში გასაჭირში

  • shu1987
    schedule 28 ივლ 2022, 21:05

    მოხიკა კარგია თუმცა კომბინაციურ ფეხბურთს როგორ მოერგება საკითხავი ეგაა ეს უფრო ძალისმიერი ტიპია

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 ივლ 2022, 20:39

    ალბას ნორმალური კონკურენტი არ აწყენდა ნაღდად, ბოლოში მაგის გაშვებაზე რომ წავიდა ლაპარაკი გაიგიჟა თავი ისე ათამაშდა და მოტივაცია სჭირდება, ისევე როგორც ყველას