გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ოსკარ მინგესა “ბარსელონას” დატოვებს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, სად წავა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელს 4 მსურველი გამოუჩნდა: ვიგოს “სელტა”, იტალიური “ჯენოა”, გერმანული “ჰოფენჰაიმი” და ათენის აეკ-ი.
“ბარსელონა” ახალგაზრდა მცველში €5 მილიონს ითხოვს, რაც ტრანსფერს აფერხებს, რადგან გუნდებს ამ თანხის გადახდის პერსპექტივა არ ხიბლავთ.
მინგესას სურს, ახალი კლუბი რაც შეიძლება მალე იპოვოს, რადგან ჩემპიონატების დაწყებამდე დიდი დრო არ რჩება. როგორც წყარო იტყობინება, ის უპირატესობას ესპანეთში დარჩენას ანიჭებს.
რა ინტერესი უნდა ქონდეს ფეხბურთელზე გუნდს თუ მასში 5 მილიონიც ეძვირება. რავა ყველას მუქთად უნდათ ჩვენგან ფეხბურთელები და ჩვენთვის მოყიდვა საბაზრო ფასებით.
ეს უმტიტი, ნეტო, პუჩი, ბრაითვეითი, პიანიჩი უფასოდაც რომ გავაჩუქოთ მაინც გვაწყობს
გასაყიდია ულაპარაკოთ.
რა გუნდებიც ჩამოთვლილია მაგათ კი უჭირთ ეგ 5 მილიონი და რას გაყიდიან😏