Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” ჟიულ კუნდეს ტრანსფერთან დაკავშირებით მშვიდადაა.
ამის მიზეზი ისაა, რომ, ლონდონის “ჩელსის” ინტერესის მიუხედავად, ფრანგი მცველი სრულ უპირატესობას “ბარსას” ანიჭებს. ჟიული მზადაა, კატალონიურ კლუბს დაელოდოს, რათა ამ უკანასკნელმა სახელფასო ფონდი გამოათავისუფლოს და ტრანსფერის განხორციელება შეძლოს.
ამასთან, წყაროს ცნობით, “სევილიაც” დარწმუნებულია, რომ “ჩელსი” მიზანს ვერ მიაღწევს და შეთანხმება, საბოლოოდ, “ბარსელონასთან” შედგება. თუმცა, ანდალუსიელებს ტრანსფერში, არა მემფის დეპაის ან სერჟინიო დესტის ჩართვა, არამედ, მხოლოდ ფული სურთ.



დეპაი პროსტა რომ გავყიდოთ და ამაში 60 გადავიხადოთ მაინც გვაწყობს, დაცვის პრობლემას მოაგვარებს
სევილიაც მაგარი გამომძალველი გამხდარა, აქამდე ატლეტიკო იყო ფულის ღორი. არ უნდათ და ნუ უნდათ.
ბალასტს როდის მოიშორებენ ნეტა
დეპაი პლუს 40 მილიონი რანაირად არ აწყობთ ვერ გამიგია. ყველას ჩვენთან უნდება რაღაცას რომ გამორჩეს. სევილიასთვის დეპაი მაღალი დონის ფეხბურთელია. თან მარსიალი დააბრუნეს მანჩესტერში და კიაქვთ ადგილი.
მიეცით ეგ ფული