კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლეო მესიმ განაცხადა, რომ ნეიმარი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ საუკეთესო მაინც რონალდოა.
მესიმ ისაუბრა ბრაზილიელ რონალდოზე, რომელმაც ითამაშა “ბარსლეონაშიც” და “რეალშიც”.
“ნეიმარი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ესპანური ფეხბურთი ბევრს მოიგებს, თუ ის ლა ლიგაში დაიწყებს თამაშს. მიუხედავად ამისა საუკეთესო ფორვარდად რონალდო მიმაჩნია. ის ყველა დროის საუკეთესოა.”
ლეომ ასევე ისაუბრა ყველა დროის საფეხბურთო კითხვაზე: პელე ჯობია თუ მარადონა: ” უყოყმანოდ ვიტყვი, მარადონა. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მართალია პელეს ბევრი თამაში არ მინახავს, მაგრამ ამის აუცილებლობაც არ არსებობს.” – დაასრულა მესიმ .



