“ბარსელონა” დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება და ამერიკული ტურის ფარგლებში 4 შეხვედრას ჩაატარებს.
ჩავი ერნანდესი აღნიშნული მატჩისათვის კატალონიელთა 28-კაციან განაცხადს ასახელებს:
მეკარეები: ტერ შტეგენი, ი. პენია, არნაუ ტენასი;
მცველები: დესტი, პიკე, არაუხო, ალბა, ერიკ გარსია, კრისტენსენი, ბალდე;
ნახევარმცველები: ბუსკეტსი, პედრი, ნიკო, ს. რობერტო, ფ. დე იონგი, გავი, პიანიჩი, კესიე, პ. ტორე, კასადო;
შემტევები: დემბელე, დეპაი, ფატი, ფ. ტორესი, ობამეიანგი, კოლიადო, რაფინია, ეზ აბდე.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ შემადგენლობას მალე ლევანდოვსკიც დაემატება.
როგორც ვხედავთ, მთავარ მწვრთნელს აშშ-ში ბრეითუეიტი, მინგესა, უმტიტი, რიკი პუჩი და ნეტუ არ მიჰყავს, რადგან ისინი ჩავის გეგმებში არ შედიან. “ბარსას” სურს, ჩამოთვლილი მოთამაშეები რაც შეიძლება მალე გაასხვისოს.
კატალონიური კლუბის ახალწვეული რაფინია განაცხდში, რა თქმა უნდა, პირველად მოხვდა. ასევე, კარგი ამბავია, რომ, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, თამაშის ნებართვა მიიღეს პიკემ და სერჟი რობერტომ.
ამერიკაში “ბარსელონა” “ინტერ მაიამის”, “რეალს”, “იუვენტუსსა” და “ნიუ იორკ რედ ბულზს” დაუპირისპირდება.




ბრეითუეიტი, მინგესა, უმტიტი, რიკი პუჩი და ნეტუ თუ არ მიჰყავთ, რადგან ისინი ჩავის გეგმებში არ შედიან. მაშინ გამოდის რო დე იონგი ჩავის გეგმების ნაწილია? ანუ ტოვებენ? მაშინ როგორი იქნება ტრანსფერების დასრულების გეგმა, ფული ყოფნით?
შენთვის დეიონგი გასგდებია? უკეთესი და იაფი ვინ მოგყავს?
მაგისი გაშვებით ფეხბურთეკების დარეგისტრირებასაც შევძლებთ და ბერნანდუს მოყვანასაც
ფრენკი არაა გასაშვები, მიუშვი მის პოზიციაზე და ნახავ რას დადებს, მის პოზიციაზე არასდროს არ ათამაშებენ რაც ბარსაშია და ბრაკავენ, ფრენკიზე უკეთესი და იაფი! მართლა ქვემოდ ნათქვამ მეგობრისა არ იყოს არის ვინმეე?
Iniesta_8,
შენთვის დეიონგი გასგდებია? უკეთესი და იაფი ვინ მოგყავს?
ანუ ვისაც გაქვთ ინფორმაცია, გრიზმანი გამოისყიდა უკვე ატლემ? თუ მომავალ წელს გამოისყიდიან?
ყველა უნდა ამოტენონ წესით მთავარია ფორმა აკრიფონ რომ ნაყოფიერი სეზონი გამოვიდეს
ლევის მერე კუნდზე და ფლანგის მცეველებზეა საჩალიჩო ოღონდაც ალონსო არ დამანახოთ, ასპი კიდე ოქეი მარა ალონსო ნაღდად არაა ბარსასთვის შესაფერისი მითუმეტეს მაშინ როცა ასეთი ტრანსფერები იჩარხება.
ასევე ვფიქრობ რომ 100 მილიონის ბერნარდუში გადაყრას ჯობია ეგ თანხა ნახევარზე გაიყოს და 2 სუპერ ფლანგის მცველი მოვიყვანოთ ვიდრე ნახ დაცვა გადავტვირთოთ და იქ გავის, კესის და ტორეს შევუზღუდოთ თამაში.მითუმეტეს მაშინ როცა ახლა ფულბექის საჭიროება უფრო გვიდგას, აბა დესტის და ბებერი ალბას იმედზე ჩემი მტერი იყოს.
ისე ბერნარდუს ვინც ითხოვთ როგორ ხედავთ ამ ყველაფერს?
მოგყავთ ბერნარდუ რომლის პოზიციაზეც გვყავს პედრი, გავი და ტორე და ამ დროს მოგვყავს ალონსო რომლის პოზიციაზეც არის ბებერი ალბა, ხოლო მეორე ფლანგზე – ასპი, სადაც თამაშობს დესტი, და დავსვათ ახლა კითხვა რომელი პოზიცია უფრო არის გასაძლიერებელი და შეძლებენ თუ არა ასპი და ალონსო ამის ამოვსებას. პარალელურად კი ბერნარდო თავისი მოსვლით რას მოუტანს გუნდს, უთამაშებელ ტალანტებს თუ იმდენ ტიტულს რომ ეგ გადაფაროს?!
რიავიცი რიავიცი თქვენს ადგილზე მაინც დავფიქრდებოდი.
ეს დე იონგი რით ვერ გააგდეს, მაგის გამო ახალ ფეხბურთელებს ვეღარ დაარეგისტრირებენ. ცალკე 80 მილიონი რამხელაზე გამოგვადგება.
ძაან მაინტერესებს ეს ახალწვეულები ჩავის გუნდში რპგორ ითამაშებენ, დიდი მოლოდინები მაქვს,ნეტუ, უმტიტი, ბრაითვეითი,პუჩი,მინგეზა, პიანიჩი, დე იონგი სასწრაფოდ უნდა გვაყიდოთ,დე იონგის გარდა ყველა უფასოდაც რომ გავუშვათ მაგასაც არაუშავს, მთავარია ხალხის დარეგისტრირებას შევძლებთ
აუ ლევის ტრანსფერი მალე გაოფიციალურდესს💥