workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ასპილიკუეტას ტრანსფერს დააჩქარებს

ბარსელონა ასპილიკუეტას ტრანსფერს დააჩქარებს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დღეს “ბარსელონა” სესარ ასპილიკუეტას ტრანსფერის დაჩქარებას შეეცდება.

კატალონიურ კლუბს სურს, სასურველ ფეხბურთელებთან დაკავშირებით გარიგებებს მალე მიაღწიოს, ესპანელი მცველი კი ჩავი ერნანდესის ერთ-ერთი პრიორიტეტია. “ბარსაში” გადმოსვლა თავად ასპილიკუეტასაც სურს, მაგრამ “ჩელსი” ჯერ კიდევ მის შემცვლელს ეძებს.

წყაროს ცნობით, სესარმა ლონდონური გუნდის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ წასვლა უნდა.

ასპილიკუეტას გარდა, “ბლაუგრანა” “ჩელსიდან” მარკოს ალონსოს გადაბირებაზეც მუშაობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 13 ივლ 2022, 16:43

    ზამენაზე იდეალურია ასპი აი ალონსო კიდე მოაშორონ აქედან

  • DesmondHume
    schedule 13 ივლ 2022, 16:31

    რა ალონსო, გრიმალდო დააბრუნეთ სახლში

  • EL MAESTRO 6
    schedule 13 ივლ 2022, 16:20

    დაცვაში აზპი, კუნდე და გრიმალდო ყველანაირ პრობლემას მოგვიგვარებდა, ეგ სამი და პლიუს ლევანა და სადღაც ჯამში 100 მილიონზე ცოტა მეტი დაჯდება, იმედია გამოვა, ფრენკი კი თუ არ იმცირებს ხელფასს დროულად გაყიდონ

  • nika 54
    schedule 13 ივლ 2022, 16:16

    დააჩქარონ მართლაც ჯობია, რაც ადრე დაკომპლექტდება გუნდი მით უფრო მეტი დრო ექნება ჩავის გუნდის შესათამაშებლად.