workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩელსი სესარ ასპილიკუეტაში 9-10 მილიონს ითხოვს

ჩელსი სესარ ასპილიკუეტაში 9-10 მილიონს ითხოვს

“ბარსელონა” სესარ ასპილიკუეტას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძნობს. მისი შეძენა ჩავის ერნანდესის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

Relevo-ს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, “ჩელსი” ესპანელის სანაცვლოდ 9-10 მილიონ ევროს ითხოვს, რაც მის საბაზრო ღირებულებას საგრძნობლად აღემატება, მაგრამ, კატალონიურ კლუბში სჯერათ, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ლონდონელები ფეხბურთელს ფასს დააკლებენ.

წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც “ჩელსი” მცველს დაიმატებს, ასპილიკუეტას უფრო მარტივად შეელევა.

ჩავის სურს, მომდევნო სეზონში მარჯვენა მცველებად ასპილიკუეტა და სერჟი რობერტო ჰყავდეს, რადგან, შესაძლოა, სერჟინიო დესტმა გუნდი მიმდინარე ზაფხულში დატოვოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 11 ივლ 2022, 15:54

    9-10 ჩელსიმ შემოუთვალა? ან 9 მინდა ან 10-ო? იმედია ლაპორტა არ იტყვის, აიღეთ 10 და ხურდა არ მინდაო.

  • Zura Gviniashvili
    schedule 11 ივლ 2022, 01:58

    ციტატა: Griezzy7

    ციტატა: Davita
    რაღადროს ასპილიკუეტაა ამათ შიგნით ხოარაქვთ, რობერტოც ვეღარაა ხოდზე, ასპი და რობერტო უნდა განიხილებოდეს როტაციაში და არა ძირითადში, თუ დესტს გაშვებას უპირებენ ახალგაზრდა და ენერგიულია დასათრევი


    ბარსას დონეს დღესდღეობით მხოლოდ არნოლდი კანსელო და რის ჯეიმსი აკმაყოფილებენ და მაგათ 80 მილიონზე ნაკლებად არავინ გამოგვატანს და სხვა რაქნან აბა


    არლონდი თავდასხმაში უფრო კარგია ვიდრე დაცვაში. ჯეიმსი ჯობია ჩემი აზრით

  • shu1987
    schedule 10 ივლ 2022, 21:51

    ცუდი არაა საიმედო მაინცაა დაცვაში, ასაკი გასაგებია მაგრამ ფული არაა უკეთესი მოიყვანონ.

  • Davita
    schedule 10 ივლ 2022, 21:05

    რაღადროს ასპილიკუეტაა ამათ შიგნით ხოარაქვთ, რობერტოც ვეღარაა ხოდზე, ასპი და რობერტო უნდა განიხილებოდეს როტაციაში და არა ძირითადში, თუ დესტს გაშვებას უპირებენ ახალგაზრდა და ენერგიულია დასათრევი

  • Memphis Depay
    schedule 10 ივლ 2022, 20:18

    საღოლ ჯოკო, ნუ საუკეთესოა რა ეს კაცი, ჩემთვიდ პირველია.