“ბარსელონამ” ფრენკი დე იონგის გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა.
ხავი მიგელის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსა” ბერნარდუ სილვას ტრანსფერთან დაკავშირებით პესიმისტურადაა განწყობილი, სამწვრთნელო შტაბმა ნიდერლანდელი ნახევარმცველის გასხვისებაზე თანხმობა განაცხადა.
“ბარსელონაში” ფიქრობენ, რომ მომავალი სეზონისთვის, ნახევარდაცვაში პედრის, გავის, კესიეს, ნიკოს, სერჟი რობერტოსა და პაბლო ტორეს ყოლა საკმარისი იქნება.
დე იონგისთვის ორი კლუბი იბრძვის – “ბლაუგრანას” “მანჩესტერ იუნაიტედის” შეთავაზებაზე მეტად “ჩელსის” წინადადება მოსწონს, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.




ხელმძღვანელობამ უკეთესად იცის ყველაფერი!
რომ ვაკვირდები ყველა ჩვენთან ხდება წუწურაქი, თორემ საშუალო დონის ფეხბურთელებში 80 და 100 მილიონი არ ენანებათ. აბა იყიდონ ფრენკი და 1 კვირაში მინიმუმ 100 მილიონს დაგიფასებენ.