“ბარსელონას” წინ მნიშვნელოვანი საათები ელის, რადგან თუ ჟერარ რომეროს დავუჯერებთ, კატალონიის დედაქალაქში რამდენიმე წუთის წინ ლონდონის “ჩელსის” მფლობელები ჩავიდნენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ინგლისური კლუბი ფრენკი დე იონგის ტრანსფერითაა დაინტერესებული და ლონდონელები “ბარსას” თანხის ნაცვლად მარკოს ალონსოსა და სესარ ასპილიკუეტას სთავაზობენ.
მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასპილიკუეტას ტრანსფერის საკითხი, შესაძლოა, უახლოეს საათებში გადაწყდეს, რამაც ერთდროულად ორივე ცნობის მართებულობა ეჭვქვეშ დააყენა, რადგან ასეთი რთული ოპერაციის რამდენიმე საათში მოგვარება იოლი ნამდვილად არაა.
თუმცა როგორც ჩანს, საქმე მართლაც სერიოზულადაა. “ჩელსის” მფლობელები “ბარსელონაში” არიან და მოლაპარაკებები მალე დაიწყება. სატრანსფერო მოლაპარაკებებში ასეთი დონის პირების ჩართვა ხშირი ნამდვილად არაა.

სერიოზულად არის საქმე
CHEPE,
არვიცი ძმაო ამ ბარტერზე ეს სტატია ვნახე მხოლოდ და მეთქი ფულის გარეშე პირდაპირ ალონსო და აზპიში ცვლინთქო 😂
ასპი კიდე ხო მარა ეს ალონსო რა გგონიათ ? 😀
70 მილიონს + აზპი და წაიყვანონ, ალონსო არ მევასება რა, გრიმალდოზე და გაიაზე იჩალიჩონ ჯობია
3 ვეტერანი დე იონგის ფასად სისულელეა, წავლენ 2 წელში და კიც დავრჩებით ხახამშრალები, თან ეს მაშინ როცა 90 მილიონად სუპერ ტრანსფერის დადება შეიძლება.
ყველაზე დიდი სიდებილე კიდე ისაა რო ჩელსის დაცვიდან 4-დან 3 კაცი მოგვყავს და ის ერთი რომელიც რეალურად კლასნია რეალმა წაიყვანა.
ჩემი აზრით ყველაზე მაგარი რის ჯეიმსში გაცვლა იქნებოდა, ახლა კიდე ისე ჩანს რო ნაგავს იცილებენ და დე იონგის ფასად ჩვენ გვტენიან, იმის ხათრით რო 60 მილიონსაც გვიმატებენ.
ბარემ მთელი ჩელსი იყიდეთ. ბარსაში უფრო მეტი ჩელსის მცველია ვიდრე ჩელსიში.
60 მილიონს + ასპი და ალონსო ამ სირინოზობაში თუ მოგვცეს, გზა ხსნილია ძმებო.
დეიონგი და დესტი წაიყვანონ და სამაგიეროდ რის ჯეიმსი მიგვცენ :დდდ
"ბარსელონას" წინ მნიშვნელოვანი საათები ელის, რადგან თუ ჟერარ რომეროს დავუჯერებთ, კატალონიის დედაქალაქში რამდენიმე წუთის წინ ლონდონის "ჩელსის" მფლობელები ჩავიდნენ.
როგორც ერთ ძველ ქართულ კომედიაშია ნათქვამი: მოურავი რო ჩავა სოფელში საპატარძლოს წამოსაყვანად. "შენ აქ ტყუილად არ მოხვიდოდიო". ეგრეა აქაც, ესენი გუნდის მფლობელები ასე მარტივად არ ჩააკითხავდნენ ფეხბურთელის გუნდს, თავიანთვის საინტერესო თემა რო არ იყოს.
cruyff9,
“ლონდონელები "ბარსას" თანხის ნაცვლად მარკოს ალონსოსა და სესარ ასპილიკუეტას სთავაზობენ.”
60 მილიონს გვაძლევენ პლიუს ალონსოს და აზპის და ფრენკის დედას არ ვთ…ე??)))))
მე საერთოდ მომხრე ვარ რომ არ წავიდეს და დარჩეს , ოღონდ ხელფასის თემა მოაგვარონ , და თავის პოზიციაზე ითამაშოს მაგრამ თუ მაინც უნდა გაყიდონ მანჩესტერში გაყიდვას და 65+ ბონუსებს ჯობს ჩელსიში გადავიდეს და 65 და ასპი ალონსო მივიღოთ , თან ფრენკიც ცოდოა მანჩესტერში მისთვისაც ჩელსი უკეთესი ვარიანტი იქნება , მაგრამ თუ ხელფასის ამბავს მოაგვარებენ და დარჩება ეგეც მშვენიერი
აი დე იონგი ალონსო და აზპიში თუ გაცვალეს, პიანიჩი-არტურის ბარტერზე დიდი სლეობა იქნება