ორშაბათს “ბარსელონა” ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს და პირველ სავარჯიშო სესიას ჩაატარებს.
“ბარსას” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, 4 ივლისს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 19:00 საათზე კი ივარჯიშებენ.
პირველ კვირას გუნდი 8 ვარჯიშს გამართავს და 9 ივლისს დაისვენებს. სამშაბათსა და ხუთშაბათს, დილისა და საღამოს სესიები ჩატარდება, დანარჩენ დღეებში კი – მხოლოდ საღამოსი.
მოთამაშეები, რომელმაც სანაკრებო პაუზის დროს თავიანთი ქვეყნების ღირსებას იცავდნენ, გუნდს 11 ივლისს შემოუერთდებიან.
6 ამხანაგური მატჩი
“ბარსელონას” შეხვედრის გამართვა მეორე კვირამდე არ უწევს, 13 ივლისს კი ისინი ასევე კატალონიურ “ოლოტს” ამხანაგურად დაუპირისპირდებიან. 3 დღის შემდეგ გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და 4 მატჩს ჩააგარებს – “ბარსას” მეტოქეები “ინტერ მაიამი”, მადრიდის “რეალი”, ტურინის “იუვენტუსი” და “ნიუ იორკ რედ ბულზი” იქნებიან.
ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, “ბლაუგრანა” 6 აგვისტოს გამპერის თასზე ითამაშებს (მოწვეული კლუბის ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ, გავრცელებული ცნობებით, “მილანი” იქნება), შემდეგ კი ლა ლიგა დაიწყება – ესპანეთის ჩემპიონატში პირველ შეხვედრას “რაიო ვალიეკანოს” წინააღმდეგ, 13 აგვისტოს გავმართავთ. ამასთან, 24 აგვისტოს გუნდი “კამპ ნოუზე”, “მანჩესტერ სიტისთან” საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებს.




მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას/განახლებას
მჯერა გაცილებით ნაყოფიერი წელი იქნება და შედეგებიც სასურველი.
აბა წარმატებები ბიჭებო, იმედია თავს არ მაგინებინებთ😁
აბა ჰეე. მთავარია რეალთან არ წავაგოთ.