workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლემან ლანგლე ტოტენჰემს უახლოვდება

კლემან ლანგლე ტოტენჰემს უახლოვდება

Relevo-ს ცნობით, კლემან ლანგლე, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარზე “ტოტენჰემში” გადავა.

როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, “სპურსი” ფრანგი მცველის შეძენაზე მუშაობს და, მიუხედავად იმისა, რომ კლემანს საბოლოო დასტური ჯერ არ მიუცია, ტრანსფერზე ისიც თანახმაა.

მიმდინარე კვირის ბოლოს მხარეებს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება და ლანგლეს მომავალი სწორედ იქ გადაწყდება.

27 წლის ფეხბურთელი ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის, რაც მან კარგად იცის და, სათამაშო დროის მისაღებად, მზადაა, გუნდი დატოვოს. Sport-ის ინფორმაციით, ლანგლეს ისეთ კლუბში გადასვლა სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, “ტოტენჰემი” კი სწორედ ასეთია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • nika 54
    schedule 29 ივნ 2022, 16:57

    გვეშველა ჩვენც და ლანგლესაც, ტოტენჰემმა იდარდოს ეხლა.

  • M10 S9 D11
    schedule 29 ივნ 2022, 12:11

    არიქა გვეშველა მემგონი

  • NEYBarca
    schedule 28 ივნ 2022, 20:57

    ციტატა: barcaforever
    ამას რა დაემართა მაინც ვერ გავიგე. უმტიტის ტრავმის მერე 1-2 სეზონი ძაან მაგრად ჩაატარა და მერე სულ უკან უკან წავიდა.


    8-2 დაემართა 🙂

  • me da barca
    schedule 28 ივნ 2022, 20:49

    ხისთავიანი შლანგი.

  • C.PC5
    schedule 28 ივნ 2022, 20:45

    ციტატა: barcaforever
    ამას რა დაემართა მაინც ვერ გავიგე. უმტიტის ტრავმის მერე 1-2 სეზონი ძაან მაგრად ჩაატარა და მერე სულ უკან უკან წავიდა.


    ეგ სევილიაში თუ ჩაატარა იმას ათვლი ალბათ თორე რაც მოვიდა იქედან მოყოლებული დირკა და უხეში მოთამაშე იყო, ისე კი ლივერპულის მერე კიდე უარესი გახდა, იქამდე იმდენი არ იყო კიდე

  • barcaforever
    schedule 28 ივნ 2022, 20:20

    ამას რა დაემართა მაინც ვერ გავიგე. უმტიტის ტრავმის მერე 1-2 სეზონი ძაან მაგრად ჩაატარა და მერე სულ უკან უკან წავიდა.

  • La Pulga10
    schedule 28 ივნ 2022, 19:13

    გზა დაულოცეეთ…გზა დაულოცეეეთ

  • Albicelecte
    schedule 28 ივნ 2022, 19:00

    მე ამის და პიკეს ტანდემს ვაჩუქევდი რეალს, ბავარიას და კიდევ ზოგიერთ "იმნაირ" გუნდს, ერთი პირობით;
    სეზონში მინიმუმ 20 მატჩი პიკე-ლენგლეს დაცვის ცენტრით უნდა ჩაატარონ smiley smiley smiley smiley

  • Iniesta_8
    schedule 28 ივნ 2022, 18:40

    წადი გთხოვ, თუ გინდა იფრინე, ოღონდ ბარსასგან შორს.

  • DesmondHume
    schedule 28 ივნ 2022, 18:29

    შეუფუთეთ და მიართვით, ოღონდ ეს მოგვაშორონ

  • nikusha
    schedule 28 ივნ 2022, 18:21

    ციტატა: MSN G.O.A.T
    რა იჯარა აჩუქეთ ბიჭო კიდე უკან უნდა დაბრუნდეს?


    ყიდვაო წერია

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 ივნ 2022, 18:11

    აუ ვაჩუქოთ თუნდაც ოღონდ ეს მოვიშოროთ რა,ხელფაიც საკმაოდ დიდი აქვს და თუ მოვიშორებთ ძაანაც კაი, იმედია უმტიტიც და მინგეზაც მაგის გზას გაუყვებიან, ასევე დემბელეც და ბრაითაც

  • MSN G.O.A.T
    schedule 28 ივნ 2022, 18:05

    რა იჯარა აჩუქეთ ბიჭო კიდე უკან უნდა დაბრუნდეს?

  • .Gladiator.
    schedule 28 ივნ 2022, 18:04

    უმტიტიც გაიყოლონ 😃

  • shu1987
    schedule 28 ივნ 2022, 18:02

    რაღაც ნელა უახლოვდება ფეხითაა ?? დროზე ტოო დროზეე

  • Bakero
    schedule 28 ივნ 2022, 18:00

    მგონი გვეშველა ყინული დაიძრა 🙂 ამის გარდა კიდევ ათი კაცი გყავთ მოსაშორებელი რომ სახელფასო ჭერი დავწიოთ და ტრანსფერების საშუალება გვქონდეს

  • SHOTADEPAY9
    schedule 28 ივნ 2022, 17:57

    იმედია რომ ტოტენჰემი იყიდის