ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხუან კარლოს უნსუეს პატივსაცემად და ALS-ის (Amyotrophic lateral sclerosis) წინააღმდეგ ბრძოლისათვის, 24 აგვისტოს “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტი” “კამპ ნოუზე” ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
ამ წუთებში, აღნიშნულთან დაკავშირებით, “კამპ ნოუს” ოფისში ჟოან ლაპორტას, ხუან უნსუესა და პეპ გვარდიოლას პრესკონფერენცია მიმდინარეობს, სადაც “ბარსას” პრეზიდენტსა და “სიტის” ამჟამინდელ თავკაცს შორის სახალისო დიალოგი შედგა.
პეპ გვარდიოლა: “უნსუესთვის მისაძღვნელი საქველმოქმედო მატჩისთვის, “კამპ ნოუზე” ჩემი გუნდის ტოპ ფეხბურთელებს ჩამოვიყვან.”
ჟოან ლაპორტა:“ბერნარდუ სილვასაც?”
პეპ გვარდიოლა: “ბერნარდუ სილვას… და კიდევ 10 მოთამაშეს (იცინის).”
გავრცელებული ცნობებით, “ბლაუგრანა” პორტუგალიელის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული. თუ კლუბს ფრენკი დე იონგი დატოვებს, ჩავისთვის მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი სწორედ ბერნარდუ იქნება.




ანუ რა საერთო აქვთ ერთმანეთთან ვერ ვხვდები … ბერნარდუ ცენტრში ძალიან ცოდოა.. შემტევი ნახევარმცველია , ან ვინგერი.. რადგან ცენტრისკენ იწევს ბურთის მისაღებად ან ამოსატანად, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ცენტრალური ნახევარმცველია .. ანუ პედრი ბუსკეცი ბერნარდუ არ იქნება ძლიერი ნახევარდაცვა ჩემი აზრით და რა ვიცი… ბუსკეცის იმედი მე ნამდვილად არ მაქვს, ბევრ რამეშია კლასნი და ბევრს მატებს გუნდს, მესმის, მაგრამ ბევრსაც აკლებს …
იმედია ჩავი მოუგებს
არამგონია ჩამოიყვანოს… უფრო ალბათ აქ დახვდება სილვა პეპს , სამწუდაროდ ფრენკისგან განსხვავებით
🚨 ბარსელონას ინტერესი ბერნარდო სილვას მიმართ რეალურია და პორტუგალიელი ჩავისთვის #1 სამიზნეა, თუ გუნდს ფრენკი დე იონგი დატოვებს 👀
🔴 ამ კვირაში მანჩესტერი დე იონგის თაობაზე ახალ შეთავაზებას გააკეთებს – თუ მხარეები შეთანხმებას მოახერხებენ, კატალონიელები ბერნარდოს ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებენ ✔️
პეპ ჩათლახიხარ
პეპი ვისაც გინდა იმას მოგვყიდის, ეგაა ფასებს დაადებს ისეთს რომელსაც ბარსა ვერ გადაიხდის. თვითონ არ უჭირს და რა ენაღვლება უყიდიან ვინც უნდა.