“ბარსელონას” ფინანსური პრობლემების მთავარი მიზეზი ძალიან დიდი სახელფასო ხარჯია. გარდა იმისა, რომ კატალონიელებს დიდი ხარჯი აქვთ, ამხელა ხელფასები კლუბს ლა ლიგის ფინანსური ფეარ ფლეის პირობების შესრულებაშიც ხელს უშლის, რაც ისედაც რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
ცნობილია, რომ “ბარსა” ხელფასებში წლიურად დაახლოებით 560 მილიონ ევროს ხარჯავს, რაც მაგალითად “ბაიერნის” ხარჯზე თითქმის ორჯერ მეტია.
Sport-ის ინფორმაციით მიმდინარე ზაფხულში “ბლაუგრანას” ხელმძღვანელი პირების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სახელფასო ხარჯის რაც შეიძლება შემცირებაა. სახელდება კონკრეტული რიცხვიც – 160 მილიონი. “ბარსელონას” სურს, რომ სახელფასო ფონდი 400 მილიონამდე შეამციროს. კლუბში ხვდებიან, რომ ამ მიზნის მიღწევა ძალიან ძნელი იქნება.
ბორდი რატომ არ იკლებს ხელფასს?
მშვენიერი ამბავი იქნება
ბორდმა-მართველებმა რამდენით შეიმცირეს…?
ყველა დიდი მიზანი რთულად მისაღწევია, მაგრამ ისე არაფერი გვეშველება. მაგალითად დემბელემ ვერ მოძებნა გუნდი რომელიც ბარსას ოდენობის ხელფასს გადაუხდის და ასე უნამუსოდ განაცხადა დავრჩები თუ ხელფასს არ შემიმცირებთო. ადრე კი ითხოვდა მომიმატეთო, მაგრამ ნახა რო არავის არ ჭირდება და დაიწყო ვაჭრობა, მაგრა ვერ ვიტან ან საშინელებას.
პიკე გრიზმანი დემბელე უმტიტი საკმარისი იქნება რო გააჯმევინონ
ვა ძნელი იქნებაო? ალბათ 6 წლიანები ცოტა იყო და 8, 10, 12იანი კონტრაქტები უნდა ეფორმებინათ უმტიტი ლენგლე ბრეითვეიტებისთვის როგორც ჩანს :))) კაი ბართომეუ რა ნაბოთლარიც იყო გასაგებია, მარა მხოლოდ ეს ერთი ქვეწარმავალი თუ წყვეტდა ყველაფერ დასაქცევს გუნდში, მაშიმ ამ დირექტორთა საბჭოში ამდენი წევრი რა საჭირიოა? და თუ ყველა ისეთივე ნაბიჭ ვარი ყოფილა, მაშინ ეგენი გაცალონ და გაასხმევინონ პირველი კლუბიდან სუყველა და მაგათგან დაიწყონ სახელფასო ჭერის შემცირება..