ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ბერნარდუ სილვას “ბარსელონაში” თამაში სურს.
პორტუგალიელი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში გადმოსვლით ბედნიერი იქნება, თუმცა, პოტენციური ტრანსფერი ეკონომიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული – წყაროს ცნობით, “ბარსა” მის შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ფრენკი დე იონგს გაყიდის.
ადრე გავრცელებული ცნობებით, ჩავი ერნანდესს ბერნარდუ ძალიან მოსწონს და მის გუნდში ყოლას ისურვებდა, მაგრამ კლუბს ხელს ფინანსური მდგომარეობა არ უწყობს, რის გამოც “ლურჯ-ბროწეულისფერები” ალტერნატიულ ვარიანტებზე არიან გადართულნი.
სილვას “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 27 წლის შემტევი ნახევარმცველი მზადაა, ინგლისი დატოვოს.
რაც შეეხება ფრენკი დე იონგს – მისი ყიდვით “მანჩესტერ იუნაიტედი” და პირადად ერიკ ტენ ჰაგი ინტერესდება, მაგრამ ნიდერლანდელი “ბლაუგრანას” დატოვებას არ აპირებს.




ძაან თსლ ფეხბურთელია, დევისს რა უქნა პროსტა ორ თამაშში სახით ათრია
აი უთესლესი ფეხბურთელია, ძაან მევასება, მაგრამ პედრის და გავის რას ვუშვებით? 4-4-2 ში კი ბატონო კარგი იქნება
მერე თუ უნდა რას იპრანჭება, სიტის კაპიტანი ვარო და მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვარო.
სად უნდა ათამაშონ თორე კი
მესი რომ მოვა ეს აღარ დაგვჭირდება
არადა რა კლასნია. ისე ქალაქი როა მაგარი რამხელა მნიშვნელობა აქვს, თორე საათივით აწყობილი გუნდიდან ამ წუმპეში რატო უნდა მოდიოდე? მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელს ტოვებდე და მოდიოდე ჯერ არ შემდგარ მწვრთნელთან, ლევანდოვსკის არ იყოს. ისე მაგან სუპერ თასი მოიგო და ლა ლიგასთან ახლოსაა და აი ბაიერნი უტიტულოდ რჩება მგონი 😁😁 დორტმუნდს უფრო ვქომაგობ წელს ვიდრე ბარსას
მოკლედ ეს ფრენკი უკვე იმ გოჭს დაემსგავსა საშობაოდ რო ზრდიან და მისი გაყიდვით უნდა ყველაფრის ყიდვა თუ ვალების გასტუმრება. რა ტრანსფერზეც არ უნდა დაილაპარაკონ მაშინვე წინ ერთი წინადადება ჩნდება "თუ ფრენკის გაყიდიან" ამ დროს ვისაც ფრენკის ხელში ჩაგდება უნდათ ფიქრობენ რო გაძვალტყავებულ ბარსას მუქთად 50 მილიონად წაართმევენ ამ ბიჭს. ჩვენ კი 100 მილიონის იმედი გვაქვს.
არ მჯერა ასეთი სტატიების, მსოფლიოს საუკეთესო ლიგის საუკეთესო გუნდში თამაშობს, ფული ოხრად აქვს, და ამ დროს დაქცეულ ბარსაში თამაშზე ოცნებობს. თუ გადმოვა მაგას რა ჯობია, მარა ნაკლებ სავარაუდოა ეს ტრანსფერი განხორციელდეს.
ფრენკი ამას მილიონი თავით მირჩევნია
მოდი მგელო
გავი ძირითადის კაცი არაა ჯერ.საყრდენზე ბუსკეცი და კესი იქნებიან 3 მცველიან სქემაში კიდე ერთად იდგებიამ კესი და ბუსი.
ფიფა კიარაა .. პედრი გავი და სილვა ერთად მინდორზე .. სულ სხვადასხვა როლია სად დეინგო და სად სილვა ..
ფრენკი თუ გაყიდეს და ეს მოიყვანეს კაი ვარიანტია
გაუცვალონ დეიონგში, გაასწორებდა სილვა, ჩამშლელზე მაინც არვარგა დეიონგი და სხვას ეძებენ ბუსის შემცვლელად ამიტო თუ შანსი არსებობს ეს უნდა მოიყვანონ
მარტო ამ შემთხვევაში იქნება ფრენკის გაყუდვა სწორი