გუშინწინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” უნაი ერნანდესით ინტერესდებოდა.
ახლა კი, Relevo-ს ინფორმაციით, 17 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე დახურულია – ის მომავალ სეზონში “ბლაუგრანაში” ითამაშებს.
წყაროს ცნობით, უნაი თავდაპირველად ჟუვენილ ა-ში იქნება, შემდეგ კი სარეზერვო გუნდში გადაიყვანენ.
ერნანდესი, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია, “ჟირონა ბ-ს” სასტარტო შემადგენლობის წევრი იყო.




და რა დადა ამის ყიდვა, მუქთად ხო არ მოსულა.
იმედია პროგრესი ექნება და გადმოვა პირველ გუნდში