უკვე გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში ფერან ჟუტგლა “ბარსელონას” დატოვებს.
Relevo-ს ინფორმაციით, 23 წლის თავდამსხმელის ბელგიურ “ბრიუგეში” ტრანსფერის დეტალები უკვე შეთანხმებულია – ოფიციალური განცხადება მალე გამოქვეყნდება.
ადრე გავრცელებული ცნობებით, ბელგიური კლუბი ფერანის სანაცვლოდ დაახლოებით 5-7 მილიონ ევროს გადაიხდის.
ჟუტგლას “ბარსელონური” კარიერა უკვე დასრულდა – ის “UCAM მურსიასთან” გასამართი ხვალინდელის მატჩისთვის “ბარსა ბ-ს” განაცხადში არაა.




დიდი ფული შემოვა ამის გაყიდვით.
რატომ ყიდიან 5-7 მილიონის გამო ვერ ვხვდები. დავიჯერო ეგრე უჭირს ფინანსურათ ბარსას? იჯარით გაუშვან სადმე ტოო
ისე 23 წლისააო რომ ამბობთ ზოგიერთები და პირველ გუნდში ძირითადში ვერ დადგებაო ვარდი რა ხნის იყო კარიერა რომ დაიწყო და საჩემპიონო სეზონში თითქმის ყველა დიდ გუნდს შეუგდო, ბომბარდირიც გახდა პრემიერ ლიგის და 23 წლის ბიჭის დიდი ფეხბურთელობა რატოა გასაკვირი სამომავლოდ?
ისეთი კონტრაქტი ჩადონ რომ გამოსყიდვა შეგვეძლოს, აქვს ამ ბიჭს პოტენციალი და არ მინდა ასე უბრალოდ გავუშვათ ხელიდან, კუკურელა როგორც დავთმეთ, ახლა კი ძაან კარგი იქნებოდა ბარსაში
იმედია უკან გამოსყიდვას ჩადებენ კონტრაქტში