Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” რაფინიას თაობაზე “ლიდს იუნაიტედთან” მოლაპარაკებებს აჩქარებს.
კლუბთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ მომავალ სეზონში ის “ბარსასთვის” ითამაშებს. ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია.
ინგლისელები 25 წლის შემტევის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვენ, თუმცა, ასევე შესაძლებელია ტრანსფერში იმ მოთამაშეების ჩართვა, რომლებიც ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედიან.
მეორე კატალონიური გამოცემა Sport იუწყება, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი “ლიდსს” სთხოვს, “ბლაუგრანაში” გაუშვან. კატალონიურ გრანდს რაფინიას რაც შეიძლება მალე შეძენა სურს და “ფარშევანგებთან” მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს.
“ბარსელონა” რაფინიას 5-წლიან კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა.




არ ვიცნობ ამას და არც თამაშები მაქვს ნანახი. ამიტომ ვერც ცუდს და ვერც კარგს ვერ ვიტყვი. იმედია მეორე ტორესი არ გაიჩითება.
ღმერთმა ქნას მეორე დემბელე, კოუტინიო არ გაგვეჩითოს, ისინიც კარგები იყვნენ ბარსაში მოსვლამდე.
მე დადებითად ვუყურებ ამ კაცს და ვფიქრობ ნორმალური ტრანსფერია, ბარსას შემტევებიდან არავისზე ნაკლები არაა.
პრინციპში არც ისე ცუდია: ფატი,ლევანდოვსკი, ობამეიანგი, ტორესი, რაფინია როტაციაში იქნებიან და არ იქნება ცუდი ,მაგრამ მე მაინც ანტონი მირჩევნია და დაჩალიჩებულიყვნენ, ძაან მაგარია ანტონი,ეს რაფინია კი დემბელეს ჯობია იმით რომ აზროვნება შეუძლია მაგრამ ბარსას ძირითადში თამაშს რამდენად შეძლებს არ ვიცი
უმტიტი, მინგესა, პუჩი. ნაგავი დაილია თუ???