workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნაპოლის პრეზიდენტი: კულიბალი ნაპოლის სიმბოლოა, თუმცა, მას დარჩენას ვერ დავაძალებთ

ნაპოლის პრეზიდენტი: კულიბალი ნაპოლის სიმბოლოა, თუმცა, მას დარჩენას ვერ დავაძალებთ

“ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, “ბარსელონას” ერთ-ერთ სამიზნეზე, კალიდუ კულიბალიზე საუბრობს. 

კულიბალი “ნაპოლის” სიმბოლოა, თუმცა, მას დარჩენას ვერ დავაძალებთ. თუ სენეგალელს აღარ სურს, რომ ჩვენი სიმბოლო იყოს, მან საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს. კალიდუს დარჩენა გვსურს, მაგრამ, ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. 

– აცხადებს იტალიელი. 

მატეო მორეტოს ინფორმაციით, “ბარსას” 30 წლის მცველი მოსწონს. ფეხბურთელის აგენტი კი თავისი კლიენტისთვის საუკეთესო გამოსავლის პოვნას ცდილობს. 

სენეგალელის შეძენით კიდევ არაერთი კლუბი ინტერესდება, მათ შორის, ლონდონის “ჩელსიც”.

წყაროს ცნობით, ნაეპოლელები არ აპირებენ, კულიბალი მომავალ წელს უფასოდ დაკარგონ, ამიტომაც, მიმდინარე წლის ზაფხულში მის სანაცვლოდ 30-40 მილიონის მიღება სურთ.

ხუან ხიმენეს სალვადოს თქმით, ჩავი ერნანდესმა, რონალდ არაუხოსთან ძლიერი ტანდემის შესაქმნელად, ჟიულ კუნდეს ან კალიდუ კულიბალის მოყვანა მოითხოვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 21 მაი 2022, 19:04

    ამდენი ხალხის მოყვანა ტებასის თქმით შეუძლებელია. ეგ კი არა ლევანდოვსკისაც ვერ მოიყვანენ თუ ფრენკი არ გაყიდესო.

  • azulgerana
    schedule 20 მაი 2022, 18:19

    იტალია გვკერავს მოკლედ ტეხავს ამის შეძენა დიდ თანხაად არ ღირს

  • La Pulga10
    schedule 20 მაი 2022, 17:56

    ბარემ დაგწერათ ბოლომდე რა თქვა ნაპოლოს კუანა პრეზიკმა.კონტაქტი ბარსასგან?ბარსას იმდენი ფული არ აქვს,რომ კულიბალი გამოისყიდოსო,თუ რაღაც მსგავსი.ტიპებს,როგორი ამწვარი აქვთ აზრზე ხართ?

  • EL MAESTRO 6
    schedule 20 მაი 2022, 15:41

    არაუხო, კულიბალი, კრისტენსენი, პიკე, ცენტრძი პრობლემა აღარ იქნებოდა, მაგრამ ფლანგზე თუ მართლა ალონსოს მოყვანას აპირებენდა დაგვერხა, ტიპს ნებისმიერი სცდება დაცვში, ძაან ნელია და რაშია საჭირო ვერ ვხვდები, გაია ან გრიმალდო მოიყვანონ, მარჯვნივ კიდევ საძებნია ხალხი, მოკლედ ძაან ბევრი ტრანსფერია საჭირო და იმედია რაღაცას არ მიქარავენ

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 20 მაი 2022, 15:08

    ეს აუცილებლად მოიყვანონ და უკვე რაღაცას დავემსგავსებით