საფეხბურთო კლუბის, “ბატეს”, პრეზიდენტი, რომლის გუნდიც მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონასთან”, ხშირად საუბრობს არგენტინელ თავდამსხმელმზე, ლიონელ ანდრეს მესიზე. ანატოლი კაპსკის სურს, რომ “ბატეს” რომელიმე ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ მესის მაისური გადასცეს მას. იტყობინება გამოცემა “პრესბოლი”.
“თუ ჩვენ მოვახერხებთ და ქულას მაინც ავიღებტ კატალონიელებისგან, მაშინ აუცილებლად გამოვართმევ არგენტინელს მაისურს, მაგრამ წაგების შემთხვევაში რა მოხდება არ ვიცი, რადგანაც ძალიან არ მიყვარს მარცხი და დიდხანს ვნერვიულობ ხოლმე მასზე. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. “სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაშისას ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ მადრიდელთა კაპიტანი, რაული, შემოვიდა ჩვენს გასახდელში და საშა იურევიჩს საკუთარი მაისური გადასცა. წარმოგიდგენიათ რა თვალებით უყურებდნენ მას თანაგუნდელები?“
“მესი ვიცი, რომ უბრალო და გახსნილი პიროვნებაა. ის დიდებული ფეხბურთელია – მსოფლიოში საუკეთესო, მაგრამ არ იმჩნევს და არის კეთილი ყველასთან მიმართებაში, იქნებიან ესენი გულშემატკივრები თუ პარტნიორები. ჰლებმა მის შესახებ ბევრი მიამბო. მისი თქმით, მესის ერთი მინუსი აქვს, ვარჯიშებზე სჭირდება 2 ბურთი, რადგანაც მისთვის 1 ცოტაა”. დაასრულა ანატონი კაპსკიმ.
