workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვა

ბარსელონამ ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვა

“ბარსელონამ” 19 წლის ფრანგ ნახევარმცველთან, კაის რუისთან კონტრაქტი გაწყვიტა. უფრო ზუსტები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ “ბარსამ” ფეხბურთელი გუნდიდან გააგდო.

კაის რუის-ატილი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. ის “ლა მასიაში” 2009-2015 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა. გასულ ზაფხულში ფრანგი ფეხბურთელი “ბარსაში” უფასოდ დაბრუნდა და “ბარსა ბ-ში” ჩაირიცხა.

თავიდანვე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კაის რუისი სამაგალითო ქცევებით არ გამოირჩეოდა. საბოლოოდ კი დისციპლინის ხშირმა დარღვევამ და გუნდის მთავარი მწვრთნელის, სერჟი ბარჟუანის მიმართ შეუსაბამო დამოკიდებულებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ დღეს “ბარსამ” ფეხბურთელთან კონტრაქტის ცალხმრვიდან გაწყვეტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 12 მაი 2022, 14:11

    ახლა დავიჯერო, დემბელეზე უარესი შტრაფნიკია?

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 12 მაი 2022, 11:55

    პარიზში ისწავლა ლაშა-გიორგობა😑😑

  • ANRIBARCA
    schedule 12 მაი 2022, 01:01

    ერთი პერიოდი სტერლინგის ყიდვაზე იწერებოდა, სად გადავრჩით, დემბელეზე გაცილებით დებილია, პლიუს მაგას სისწრაფითაც ჩამოუვარდება და დრიბლინგითაც, მოკლედ გვარდიოლა მარტო იმიტოა გენიოსი ასეთი ცალტვინა რო აათამაშა 😀

  • MSN G.O.A.T
    schedule 12 მაი 2022, 00:59

    ვაიმე ფრენკი

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 მაი 2022, 00:47

    ციტატა: totti10
    სიტის 90% არის დე ბრუნი , ეგ რომ არ ყავდეს ალბათ სიტი მაქსიმუმ 6-7 ადგილას იდგებოდა, ტიპი ყველგანაა და აი რავიციიი


    ნახევარმცველია და პოკერი შეასრულა უკვე, ძაან მაგარია ტიპი, მთლაც 90 არა მაგრამ 60 მაინც არის

  • azulgerana
    schedule 12 მაი 2022, 00:21

    ხო მაგრამ რას აკეთებდა ეგეთს

  • cruyff9
    schedule 12 მაი 2022, 00:16

    სახეზე ეტყობა რაცაა