მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდუ: “მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”

რონალდუ: “მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ ანდრეს მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

 

მედიასთან საუბრისას კრიშტიანუმ რამდენიმე ფაქტზე გაამახვილა ყურადღება: “მას თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს, მე ჩემი. მას თავისი სათამაშო სტილი აქვს, მე კი ჩემი. ისევე როგორც მესი, მეც დიდ კლუბში ვთამაშობ. ჩვენ ყველა ასპექტში განსხვავებულები ვართ, მაგრამ ამ მომენტისთვის ის მსოფლიოში საუკეთესოა.”

 

პორტუგალიელმა ვარკვლავმა ლეოს “უეფას” მიერ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებაც მიულოცა და საუბრისას შეეხო “ბარსელონასა” და “რეალს” და გაიხსენა ჩემპიონთა ლიგის ნახევარ–ფინალური შეხვედრები. რონალდუმ განაცხადა: ““რეალი” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ამის ბევრს შურს. გასულ წელს ჩვენ ნახევარ–ფინალში გამოვეთიშეთ ჩემპიონთა ლიგას. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ვიცით, თუ რა მოხდა – ჩვენ უსამართლოდ მოგვექცნენ, თუმცა უნდა ვისწავლოთ ასეთ ფაქტებთან გამკლავება.”

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში