workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი კრუიფი: სიტუაციის გამოსწორების გარდა, სხვა არჩევანი არ გვაქვს

ჟორდი კრუიფი: სიტუაციის გამოსწორების გარდა, სხვა არჩევანი არ გვაქვს

ჟოან ლაპორტას მრჩეველმა, ჟორდი კრუიფმა “კადისთან” მარცხის შემდეგ “ბარსელონაში” არსებულ ვითარებაზე ისაუბრა:

ცუდი სიტუაციის გამოსწორების გარდა, სხვა არჩევანი არ გვაქვს. სამ დღეში ძალიან რთული თამაში გველის და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ. თამაშ-თამაშ უნდა ვიაროთ, სამი ქულა სამ ქულას დავუმატოთ და სხვა არაფერზე ვიფიქროთ. ჩვენ უნდა მოვიგოთ. დღეს ჩვენი მიზნებისთვის ძალიან დასანანი შედეგი დავაფიქსირეთ.

ბოლო სამმა თუ ოთხმა კვირამ არ უნდა შეცვალოს თქვენი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთებაა საჭირო ტრანსფერების მიმართულებით. საკუთარი საშინაო დავალების კეთება უნდა განაგრძო, რათა ყოველთვის გაიმარჯვო.
დემბელე? კლუბმა თქვა, რომ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და ფეხბურთელმა თქვა, რომ დარჩენა უნდა… მაგრამ მოლაპარაკებები ფინანსურ ნაწილზეა დამოკიდებული. ვიმედოვნებთ, შეთანხმება შედგება, რადგან დემბელე ის ფეხბურთელია, რომელსაც გარდატეხის შეტანა შეუძლია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 19 აპრ 2022, 14:40

    ხო გუშინაც შეიტანა გარდატეხა. ეგ და ტორესი დაფრინავდნენ.

  • shu1987
    schedule 19 აპრ 2022, 08:17

    აუ ეს პატენტი კაცი საიდან შეიტენეს ტოო

  • P.U.Y.O.L
    schedule 19 აპრ 2022, 03:34

    "დემბელე? დემბელე ის ფეხბურთელია, რომელსაც გარდატეხის შეტანა შეუძლია. "
    ჩემი აზრით დემბელე უკვე დიდი ხანია ის ფეხბურთელია რომელსაც არ შეუძლია თამაშში სწორი გაგრძელების პოვნა და თუ თავს იჩენს ისიც მაგრად უვარდება ყარაულის თოფივით.🤣🤣