“ბარსელონას” ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ანსუ ფატი და ჟერარ პიკე ლაზარეთში ჰყავს, თუმცა მათ მოეანზე მალე ვიხილავთ.
19 წლის თავდამსხმელი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპს გადის და მალე სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს. თავდაპირველი გათვლებით, ფატი 28 აპრილს, ევროპა ლიგის ნახევარფინალში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა “ბარსელონა” ტურნირს გამოეთიშა. ივარაუდება, რომ ანსუ “რაიო ვალიეკანოსთან” 24 აპრილს გასამართი მატჩისთვის უკვე მზადყოფნაში იქნება, თუმცა კლუბს გარისკვა მაინც არ სურს, ამიტომ, სავარაუდოდ, ის 1 მაისს, “მალიორკას” წინააღმდეგ დაბრუნდება.
რაც შეეხება პიკეს, 35 წლის მცველი, შესაძლოა, “კადისთან” ხვალ გასამართი შეხვედრისთვის გამოჯანმრთელდეს, თუმცა სამწვრთნელო შტაბს მისი დაჩქარება არ სურს, რის გამოც, სავარაუდოდ, ფეხბურთელი მომდევნო ტურის თამაშში “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ დაბრუნდება.




პიკეს დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. გამოჩნდა ვინცაა დაცვისთვის.
მოკლედ როდისმე დაბრუნდებიანო, ასე მივხვდი.
ფატი შეიძლება, რომ კიდე კაი ხანი დაასვენონ, მხოლოდ ლალიგაში ვართ და არც ჩემპიონობის შანსები გვაქვს, ასე რომ არ არის საჭირო
კუმანს ორივე ნათამაშები ეყოლებოდა🤣🤣, და თავიდან ჩააბრუნებდა ლაზარეთში ორივეს, კარგია ასე სიფრთცილე, მაინც ვერაფერს მოვიგევთ და რისკი არ გვიღირს