გინესების რეკორდების წიგნში “ბარსას” ზურჩანთა შევიდა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია. მისი ზომა 4,31მ х 3,21მ-ზეა, ათჯერ უფრო დიდი, ვიდრე სტანდარტული და იწონის 46 კილოგრამს. ზურგჩანთას აქვს ყველა ის დეტალი, რომელიც მის ანალოგიურ სტანდარტულ ზურგჩანთებს – ელვა, ჯიბეები, სახელურები და ა.შ.
2-დან 10 სექტემბრამდე გიგანტური ზურგჩანთა კლუბის მუზეუმში გამოიფინება და მასთან სურათის გადაღება შეეძლება ნებისმიერ მსურველს.
გიგანტუ ზურგჩანთის დამზადების პერიოდი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
