სეზონის დასრულებამდე “ბარსელონას” სერჟი რობერტოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეცდება.
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო კვირაში მატეუ ალემანი ესპანელის რობერტოს აგენტს, ჟოზეპ მარია ორობიტს შეხვდება და მოლაპარაკებებს გამართავს. ეს 2022 წელს მხარეთა პირველი შეხვედრა იქნება.
Cope-ს ჟურნალისტის, ვიქტორ ნავაროს ცნობით, “ბლაუგრანა” რობერტოსთან შეთანხმებას ბოლოჯერ შეეცდება. წყარო დასძენს, რომ ჩავისა და ჟოან ლაპორტას სერჟის შენარჩუნება სურთ.
“ბარსელონასა” და 30 წლის ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები სექტემბრის შემდეგ შეჩერებულია. ამის შესახებ გასულ კვირაში რობერტოს აგენტმა ისაუბრა და განაცხადა, რომ სერჟი ხელფასის საგრძნობლად შემცირება დათანხმდა, თუმცა კლუბი უფრო მეტი ძალისხმევის გაღებას ითხოვს.
რობერტო კატალონიურ გუნდში 2009 წლიდან თამაშობს. მისი ხელშეკრულება ზაფხულში იწურება.




იმედია მაქსიმუმ 2 წელს, ნუ +1 გაგრძელებით. თან ხელფასისი საგრძნობი შემცირებით სხვა ვარიანტი არ გამოგვადგება.
სანამ ნაგვის გაყრას არ დაიწყებენ მანამდე ვერ მივაღწევთ მაღალ მწვერვალებს
ჩავი გენიოსი კია მაგრამ ამ ძველი მეგობრობის ხათრმა არ გაუფუჭოს სიტუაცია აბა რაღა დროს რობერტოა რავიცი..
ეს ხო ვერ გაგვეშვა ყველზე უფერო იგროკია
არაფერში არ გვჭ8რდება