workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟინიო დესტი ორ კვირაში დაბრუნდება

სერჟინიო დესტი ორ კვირაში დაბრუნდება

სერჟინიო დესტი კვლავ ტრავმირებულია და მისი მოედანზე დაბრუნება ჯერჯერობით არ იგეგმება. ხავი მიგელის ინფორმაციით, ამერიკელი ხუთშაბათს ფრანკფურტის “აინტრახტთან” გასამართ თამაშს გამოტოვებს. დესტი, სავარაუდოდ, კლუბს ვერც ევროპა ლიგის განმეორებით შეხვედრაში დაეხმარება.

წყაროს თანახმად, დიდი ალბათობით, 21 წლის ფეხბურთელი თამაშის ნებართვას 18 აპრილს “კადისთან” გასამართი მატჩისთვის მიიღებს.

ახალგაზრდა უკანახაზელმა მარცხენა ბარძაყის ორთავა კუნთის ტრავმა 17 მარტს “გალათასარაის” წინააღმდეგ მიიღო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 06 აპრ 2022, 15:10

    ციტატა: SHOTADEPAY9
    ალვეში რომ შეიყვანოს ევროპა ლიგის განაცხადში ცუდი არ იქნება


    როგორ უნდა შეიყვანოს? სიები უკვე დამტკიცებულია და სეზონის ბოლომდე არ შეიცვლება. თუ მაინც და მაინც 2-3 მცველი ერთბაშად არ დაემტვრა სერიოზულად.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 06 აპრ 2022, 07:45

    არაუხო არის ნამდვილი უნივერსალი და არა ის ცინგლიანი რობერტო, მარჯვენა ფლანგზეც და ცენტრშიც უმაგრესად თამაშობს, სწრაფია და ა.შ❤️

  • Albicelecte
    schedule 06 აპრ 2022, 01:12

    ანუ ევროპალიგაზე ფლანგზე ისევ არაუხო იქნება; კიდევ კარგი ურუგვაელი არსებობს…

  • Davita
    schedule 06 აპრ 2022, 00:15

    ციტატა: Andria
    იმედია არწავა გუნდიდან ძალიან მეიმედება ჩავის ხელში ვნახეთ როგორი კარგი თამაში შეუძლია და კიდევ რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს მაზრაუი თუმოვა მაინც არუნდა წავიდეს მაზრაუი/დესტი მარჯვნივ და დანი ცენტრში აწიოს საერთოდ თუ დარჩა გუნდში ფაქტია ფლანგზე ძალიან უჭირს სპრინტის გამო და ის პასის კულტურა და კლასი დიდი აქვს ამიტომ ცენტრში უნდა აწიონ და მარჯვნივ მაზრაუის და დესტის მაგარი კონკურენცია იქნება


    დანის ცენტრში აწევა მხოლოდ კონკრეტულ მატჩში შეიაძლება როტაციის დროს, ვეღარ ქაჩავს ეგ კაცი ფიზიკურად და ყველასთვის ჯობს კარიერა დაასრულოს.. ისე კი დესტებს და ღლესტებს დანი ახლაც 2 თავით ჯობს

  • Bakero
    schedule 05 აპრ 2022, 22:26

    კიდევ კარგი არაუხო გვყავს ოქრო ადამიანი ! ცენტრში პიკე და გარსია რომელიც ამ ბოლო დროს პეპლებს აღარ იჭერს :))

  • SHOTADEPAY9
    schedule 05 აპრ 2022, 21:56

    ალვეში რომ შეიყვანოს ევროპა ლიგის განაცხადში ცუდი არ იქნება

  • Andria
    schedule 05 აპრ 2022, 20:52

    იმედია არწავა გუნდიდან ძალიან მეიმედება ჩავის ხელში ვნახეთ როგორი კარგი თამაში შეუძლია და კიდევ რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს მაზრაუი თუმოვა მაინც არუნდა წავიდეს მაზრაუი/დესტი მარჯვნივ და დანი ცენტრში აწიოს საერთოდ თუ დარჩა გუნდში ფაქტია ფლანგზე ძალიან უჭირს სპრინტის გამო და ის პასის კულტურა და კლასი დიდი აქვს ამიტომ ცენტრში უნდა აწიონ და მარჯვნივ მაზრაუის და დესტის მაგარი კონკურენცია იქნება

  • gecheche
    schedule 05 აპრ 2022, 20:51

    Wtf man1,
    ტორესი ძირითადისაა არ დააჯენს სკამზე ფატი უფრო ფორვარდად დადგება ახლა ნუ პრონციპში ფატი და ტორესი ერთად მოედანზე პოზიციების ცვლას გამოიწვევს რაც მეტოქეს დააბნევს ასევე დემბელე როგორც ჩანს არ ახანგრძლივებს და ტორესი მარჯვნივაც კაია ასე რო ტორესი და ფატი თუ ყველაფერი კარგად იქნება 100 პროცენტით ძირითადის ხალხია ეს ჩანს კიდე რო ტორესი იდეალურად ჯდება ჩავის სისტემაში სხვა საქმეა რამდენს აფუჭებს მაგას გამოასწორებს მარა მომენტებს რო ქმნის ეს მისი დამსახურებაა საფეხბურთო აიქიუ და ინტელექტი მაღალ დონეზეაქ ასე რო დარტყმას ეგ გამოასწორებს პრობლემა არაა სხვა მხრივ კი ძაან კაია ასე რო ტორესი ძირითადისაა დემბელი კი არაა ძირითადის გასაგდებია საერთოდ

  • Wtf man1
    schedule 05 აპრ 2022, 20:46

    ფატიც მაგ დროს ბრუნდება გაძლიერდება გუნდი უფრო. ერთი ფატიც მოხოდოს თავისებურად ხავიმ და მერე მართლა ავშენდებით. ძირითადი ფატი ობამა დემბელე უნდა იყოს სკამიდან ტორესი ადამა დეპაი. მაგ სამსაც უნდა მიეცეს შანსი აუცილებლად მეორე ტაიმში შემოუშვას ხოლმე .

  • shu1987
    schedule 05 აპრ 2022, 20:42

    კარგია ფორმის აკრეფას იწყებს ეს თანდათან ჩავი მეტად უნდა ენდოს და სერიოზულად მოიხოდება მჯერა ამ ბიჭის მე პირადად.

  • EL MAESTRO 6
    schedule 05 აპრ 2022, 20:23

    ცუდ დროს მიიღო ტრამვა, მინგეზას ნდობა არ შეიძლება და არაუხო უნდა იყოს მარჯვნივ, გარსია-პიკე კი ცენტრში