არაუხომ გადაწყვიტა, დათმობაზე წავიდეს და ბარსას შეთავაზებას დათანხმდეს

არაუხომ გადაწყვიტა, დათმობაზე წავიდეს და ბარსას შეთავაზებას დათანხმდეს

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ წუთებში მატეუ ალემანისა და რონალდ არაუხოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანში მიმდინარე შეხვედრას ესწრება ფრანკ კარბოც, ადამიანი, რომელიც არაუხოს “ბარსელონაში” გადმოსვლაში მონაწილეობდა.

შეხვედრამდე მცირე ხნით ადრე GOL-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ურუგვაელმა თავის წარმომადგენლებს დაავალა, “ბარსელონას” შეთავაზებას დასთანხმდნენ.

ბოლო თვეების განმავლობაში ცნობილი იყო, რომ არაუხოს მოთხოვნები “ბარსელონას” შეთავაზებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, საბოლოოდ დათმობაზე ფეხბურთელი წავიდა.

ივარაუდება, რომ 23 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება და ის კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (17)

  • nika 54
    06 აპრ 2022, 15:16

    ციტატა: Bakero
    და ის შლანგი ითხოვს 20 მილიონს პლიუს ბონუსებიო rage რასაც არაუხო აკეთებს ჯერ დაცვაში და მერე შეტევაშიც როგორ დავიჯერო იმდენს აკეთებს დემბელე შეტევაში 20 მილიონს რომ ითხოვს rage


    ისე მე მგონი არაუხო უფრო გამტანია ვიდრე "ის შლანგი"

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    06 აპრ 2022, 07:43

    აი რას ნიშნავს კლუბის სიყვარული 💓❤️ ჯიგარი კაცი ხარ რონალდ!

  • რივალდო-მესი
    05 აპრ 2022, 23:10

    ციტატა: Wtf man1
    აი კაცი ძმაო აუცილებლად ეს უნდა გახდეს კაპიტანი ჩვენი ყველაფერი აქვს მაგისთვის. ბარსელონაც უყავრს ძალიან


    რაც წესიერად გამოჩნდა იმის მერე ამის კაპიტნობას ვნატრობ

  • Bakero
    05 აპრ 2022, 22:18

    და ის შლანგი ითხოვს 20 მილიონს პლიუს ბონუსებიო rage რასაც არაუხო აკეთებს ჯერ დაცვაში და მერე შეტევაშიც როგორ დავიჯერო იმდენს აკეთებს დემბელე შეტევაში 20 მილიონს რომ ითხოვს rage

  • SHOTADEPAY9
    05 აპრ 2022, 21:57

    დემბელემ აგენტი რომ შეიცვოს ცუდი არ იქნება

  • M10 S9 D11
    05 აპრ 2022, 21:47

    აბა რაა ❤️ ❤️ სადაა აგენტების საბლატაო

  • gecheche
    05 აპრ 2022, 21:15

    totti10,
    ფაბრიციო რომანო და ჯერარდ რომერო ნახე მაგათზე სანდო არავინაა

  • gecheche
    05 აპრ 2022, 21:02

    totti10,
    თვითონ აგენტმა თქვა რამოდენიმე დღეში მოვაწერთ ხელსო ცოტა ხნის წინ მორჩა შეხვედრა დაიხურა თითქმის ეგ საქმე ხელის მოწერაა დარჩენილი

  • Justin Kluivert
    05 აპრ 2022, 20:43

    არაუუუხოოო heart_eyes ლეგენდა იქნები ამ კლუბის, ასეთი სიყვარული კლუბისადმი უიშვიათესია, მით უმეტეს ამ ასაკში barca-1 გულში ხარ არაუხო heart_eyes

  • davidus2020
    05 აპრ 2022, 20:38

    რას ნიშნავს დიდი პერსპექტივა დაინახეს ბარსაში! ბრავო მაესტრო! ბრავო არაუხო!

  • Wtf man1
    05 აპრ 2022, 20:21

    აი კაცი ძმაო აუცილებლად ეს უნდა გახდეს კაპიტანი ჩვენი ყველაფერი აქვს მაგისთვის. ბარსელონაც უყავრს ძალიან

  • EL MAESTRO 6
    05 აპრ 2022, 20:12

    უხ შენ გენაცვალე რა,მაგრად ვინერვიულე ამაზე და კარგია თუ შეთანხმდნენ საბოლოოდ, აი როგორ უყვარს კლუბი რა😍😍

  • shu1987
    05 აპრ 2022, 20:05

    სწორედ ეს არის გუნდის სიყვარული და იმის დასტური რომ ბარსაში მართლა მთელი გულით და სულით არის უყვარს და ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის, ეს მალე კაპიტანი უნდა გახდეს ჩემი აზრით და კიდეც გახდება. კაი კაცი ხარ შენ არაუხო 👏👌

  • SHOTADEPAY9
    05 აპრ 2022, 20:04

    6 ან 7 მილიონი ეკუთვნის არაუხოს ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია ბარსასთვის

  • C.PC5
    05 აპრ 2022, 19:41

    ნახევარ გუნდს ერთად რაც აქვს ის რომ მოითხოვოს უნდა მისცენ და დაიტოვონ ის ნახევარი კიდე გაუშვან ნახვამდიზე🤗

  • La Pulga10
    05 აპრ 2022, 19:36

    ეგრე რა უყვარს კლუბი და არ წავა თქო ვთქვი.

  • Iniesta_8
    05 აპრ 2022, 19:35

    ამის დაკარგვა კატასტროფა იქნება, მადლობა ვუთხრათ რომ დარჩა.