ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, “ბარსელონა” შეტევის გაძლიერებას სხვა ფეხბურთელების დამატებით შეეცდება. კატალონიელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე “ლიდსის” გარემარბი, რაფინია იქნება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსა” მზადაა, ბრაზილიელი სატრანსფერო ფასის შემცირების მიზნით, გარიგებაში ფეხბურთელები ჩართოს.
წყაროს თანახმად, “ბლაუგრანამ” “ლიდსთან” ტრანსფერში სერჟინიო დესტის, კლემან ლანგლეს, ოსკარ მინგესასა და მარტინ ბრეითუეიტის ჩართვის საკითხი განიხილა.
დესტსა და ლანგლეს კლუბის დატოვება არ სურთ. ამერიკელმა ჩავის ნდობა მოიპოვა, ფრანგს კი კონტრაქტის ამოწურვა სურს, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად თამაშობს.
მინგესას წასვლა აქტიურად განიხილება, თუმცა ის ამჟამად ინგლისურ კლუბში გადასვლის ვარიანტს არ განიხილავს.
მოსალოდნელია, რომ “კამპ ნოუს” ბრეითუეიტიც დატოვებს. “ბარსას” ბევრი შემტევი ჰყავს და დანიელის დატოვების აუცილებლობა არ არსებობს.
როგორც ცნობილია, “ბარსელონამ” რაფინიასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
იმ შემთხვევაში, თუ ინგლისური კლუბი პრემიერ ლიგიდან გავარდება, რაფინიას გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევრო იქნება. ამჟამად “ლიდსს” გასავარდნ ზონას 7 ქულა აშორებს.




არადა დესტია გარდა ყველა გასაშვებია აქედან
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსა" მზადაა, ბრაზილიელი სატრანსფერო ფასის შემცირების მიზნით, გარიგებაში ფეხბურთელები ჩართოს.
ფეხბურთელების ჩართვით სატრანსფერო ფასი არ მცირდება, უბრალოდ თანხის ნაწილს ნატურით(ფეხბურთელით) ვიხდით.
დემბელეც მიდის ესეიგი და ტრაორესაც არ ტოვებენ.ამას ანტონი არ ჯობია?იმის ტრანსფერში ჩართეთ ფეხბურთლები.
რავიცი, არ მგონია ბარსას დონის, მაგრამ აქიდან ნებისმიერის ჩართვა გამიხარდება ტრანსფერში,გარდა დესტისა, ეგ დასატოვებელია♥️
ესეც მორიგი ანდრე გომეში არ გამოდგეს