workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა: მესისთვის ბარსელონას კარი ყოველთვის ღია იქნება

ჟოან ლაპორტა: მესისთვის ბარსელონას კარი ყოველთვის ღია იქნება

ჟოან ლაპორტამ RTVE Deportes-სთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა:

ერლინგ ჰოლანდი

არ მინდა, რომ “ბარსელონამ” გარისკოს, მე კლუბს ყოველთვის ყველაფერზე მაღლა ვაყენებ. ჩვენ ისეთ ტრანსფერს ან განვახორციელებთ, რომელიც სახელფასო სისტემას ჩამოშლის – ესაა ჩვენი სტრატეგია აწმყოსა და მომავლისთვის. მე კონკრეტულ სახელებს არ დავასახელებ, რადგან ეს მათ ფასს გაზრდის, რაც “ბარსას” ინტერესებში არ შედის.

ლიონელ მესი

– წარმოიდგინეთ, რომ მესი გირეკავთ და გეუბნებათ: “მისტერ პრეზიდენტო, “ბარსაში” დაბრუნება მსურს.” როგორი იქნებოდა თქვენი პასუხი?

მოდი, ვისაუბროთ, ლეო, მოდი, ვისაუბროთ (იცინის). მოხარული ვიქნები, თუ ეს მოხდება. მესისთვის “ბარსას” კარები ყოველთვის ღია იქნება.

უსმან დემბელე

კონტრაქტი ზაფხულში იწურება და ჩვენ მოლაპარაკება გვსურს. ვიცი, რომ ის “ბარსელონაში” თავს კომფორტულად გრძნობს. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება.

ლა ლიგა

ვფიქრობ, ლა ლიგის მოგება შეგვიძლია, რადგან სეზონის ბოლო მონაკვეთს ძალიან ძლიერად ვატარებთ მას შემდეგ, რაც ჩვენი იდენტობის ნიშნები დავიბრუნეთ, იმ მწვრთნელის დამსახურებით, რომელსაც ყველაფერი მკაფიოდ აქვს განსაზღვრული. ჩავის დანიშვნა ჩემ მიერ მიღებული ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

ეს მარტივი ამოცანა არაა, თუმცა ჩვენ თამაში გამოვასწორეთ და ეს შესრულებადი გამოწვევაა, მაგრამ პირველ რიგში კვირას “სევილია” უნდა დავამარცხოთ.

ჟერარ პიკე

პიკეს შეუძლია, ნაკრებში დაბრუნდეს, თუ ასე თამაშს გააგრძელებს.

სუპერ ლიგა

სუპერ ლიგის პროექტს ვახორციელებთ. ძლიერ ევროპულ ტურნირს იმ ქვეყნების ხელში ვერ დავტოვებთ, რომლებიც ევროპის კავშირს არ ეკუთვნიან. სუპერ ლიგა ევროპული ფეხბურთისთვის გამოსავალია, ჩვენ ადგილობრივ ჩემპიონატებსაც პატივს ვცემთ. 

CVC

ჩვენ შეთანხმების მისაღწევად მაქსიმუმს ვაკეთებთ. გვესმოდა, რომ ეს ვალი იქნებოდა, რომელიც ისედაც მეტი გვაქვს და მეტი არ გვჭირდება. ჩვენ შემოსავლის მიღება გვსურს. მე ძალიან ვაფასებ იმ ძალისხმევას, რომელსაც ლა ლიგა და CVC იღებენ. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, საბედნიეროდ, პარალელურად ორ ოპერაციაზე ვმუშაობთ, რათა ეკონომიკური მდგომარეობა შევცვალოთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    schedule 02 აპრ 2022, 22:37

    ციტატა: shu1987
    ოღონდ არა ფეხბურთელის რანგში, მესი და ბარსელონა იქ დასრულდა როცა თვითონვე გადაწყვიტა წასვლა და ბოლო წლებში წასვლით ხელფასს აზრდევინებდა, 2020-წელს საერთოდაც დარჩენის გამო ბონუსი გადაუხადეს რისი ნახევარიც ისევ ვალი აქვს კლუბს. მესი თუ აწი დაბრუნდება მოიკალათებს კარგ თანამდებობაზე და ეგაა თორე მწვრთნელადაც არამგონია რამე გამოუვიდეს ასეთ ჩუმ კაცს, ჩავი მესისგან განსხვავებით მონსტრია წოვს ყველასგან მაქსიმუმს.


    ზუსტად იცი, რომ მესიმ თვითონ გადაწყვიტა წასვლა? თუ ლაპორტამ ჯერ გამოიყენა და მერე გადააგდო? ამიტომ სანამ ლაპორტაა პრეზიდენტი მესი არც ფეხბურთელის რანგში არ დაბრუნდება და არც არანაირ რანგში.

  • nika 54
    schedule 02 აპრ 2022, 15:48

    ციტატა: XAVI 6-8

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    ფაიზაღს ბაზრობს, ისეთ ტრანსფერს არ გავაკეთებ რაც ფინანსურად ძირს გამოგვითხრისო, სწორია, არავინ დგას კლუბზე მაღლა, ჰოლანდი არ უნდა იყოს კლუბის დაღუპვის მიზეზი


    მაგის გამოა დემბელესთან რო განაახლეს მოლაპარაკებები თორე რისი ღირსიცაა დემბელე კი ვიცით.ჰოლანდის მშობლები ვინც გააცნო ერთმანეთს იმასაც უნდა ფული და ეგრე არ გამოვა🙂ისევ კლუბის ინტერესებიდან ეგდოს დემბელე თუ ესე გააგრძელა მერე უფრო გაიყიდება🙃


    არ თამაშობდა და ვერ გააგდეს და თუ ათამაშდა მერე გააგდებ? მაგის სიტყვები გახსოვთ? პატივი ეცით ჩემს კონტრაქტსო.

  • M10 S9 D11
    schedule 02 აპრ 2022, 13:11

    ციტატა: shu1987
    ოღონდ არა ფეხბურთელის რანგში, მესი და ბარსელონა იქ დასრულდა როცა თვითონვე გადაწყვიტა წასვლა და ბოლო წლებში წასვლით ხელფასს აზრდევინებდა, 2020-წელს საერთოდაც დარჩენის გამო ბონუსი გადაუხადეს რისი ნახევარიც ისევ ვალი აქვს კლუბს. მესი თუ აწი დაბრუნდება მოიკალათებს კარგ თანამდებობაზე და ეგაა თორე მწვრთნელადაც არამგონია რამე გამოუვიდეს ასეთ ჩუმ კაცს, ჩავი მესისგან განსხვავებით მონსტრია წოვს ყველასგან მაქსიმუმს.


    თვითონ წავიდა? ძაღლივუთ გააგდეს გუნდიდან და კიდე აქეთ მესის ამტყუნებთ მესი და ბარსა არასოდეს დამთავრდება არასოდეს ეს თუ ფეხბურთელის რანგში არ დააბრუნა ლაპორტამ ყველაზე დიდი არაკაცი იქნევა ყველაზე დიდი

  • XAVI 6-8
    schedule 02 აპრ 2022, 11:26

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    ფაიზაღს ბაზრობს, ისეთ ტრანსფერს არ გავაკეთებ რაც ფინანსურად ძირს გამოგვითხრისო, სწორია, არავინ დგას კლუბზე მაღლა, ჰოლანდი არ უნდა იყოს კლუბის დაღუპვის მიზეზი


    მაგის გამოა დემბელესთან რო განაახლეს მოლაპარაკებები თორე რისი ღირსიცაა დემბელე კი ვიცით.ჰოლანდის მშობლები ვინც გააცნო ერთმანეთს იმასაც უნდა ფული და ეგრე არ გამოვა🙂ისევ კლუბის ინტერესებიდან ეგდოს დემბელე თუ ესე გააგრძელა მერე უფრო გაიყიდება🙃

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 02 აპრ 2022, 10:51

    ფაიზაღს ბაზრობს, ისეთ ტრანსფერს არ გავაკეთებ რაც ფინანსურად ძირს გამოგვითხრისო, სწორია, არავინ დგას კლუბზე მაღლა, ჰოლანდი არ უნდა იყოს კლუბის დაღუპვის მიზეზი

  • shu1987
    schedule 02 აპრ 2022, 10:27

    ოღონდ არა ფეხბურთელის რანგში, მესი და ბარსელონა იქ დასრულდა როცა თვითონვე გადაწყვიტა წასვლა და ბოლო წლებში წასვლით ხელფასს აზრდევინებდა, 2020-წელს საერთოდაც დარჩენის გამო ბონუსი გადაუხადეს რისი ნახევარიც ისევ ვალი აქვს კლუბს. მესი თუ აწი დაბრუნდება მოიკალათებს კარგ თანამდებობაზე და ეგაა თორე მწვრთნელადაც არამგონია რამე გამოუვიდეს ასეთ ჩუმ კაცს, ჩავი მესისგან განსხვავებით მონსტრია წოვს ყველასგან მაქსიმუმს.

  • Mate92
    schedule 02 აპრ 2022, 09:52

    ხმები დადის რომ მაგარი ნაბ*ზარი კაცი ხარ და მართალია?