ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში დაფიქსირებული რეკორდი აღიარა ორგანიზაციამ, რომელიც საკუთარ თავს მსოფლიო რეკორდების ოფიციალურად აღიარების უფლებას აძლევს. ეს თამაში გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება.
გუშინ, 31 მარტს გინესის რეკორდების წიგნის Twitter-ზე გამოქვეყნდა პოსტი, რომლითაც დასტურდება, რომ “კამპ ნოუზე” 91 553 ადამიანის დასწრება ქალების ფეხბურთის ახალი რეკორდია.
აქამდე რეკორდი მსოფლიოს 1999 წლის ჩემპიონატის ფინალში იყო დაფიქსირებული. ამერიკისა და ჩინეთის იმ დაპირისპირებას ტრიბუნებიდან თვალი 90 195-მა ადამიანმა მიადევნა.
New record: Largest attendance at a women's football (soccer) club match – 91,533
Last night's Champions League tie between Barcelona Femenino and Real Madrid Femenino saw the Camp Nou over 90% full – Barcelona won 5-2 on the night.
— Guinness World Records (@GWR) March 31, 2022
ალეშია რაღაც განსაკუთრებულია!
სხვებმა რა დააშავეს, მარტო პუტელიასი ხო არაა მოედანზე. თამაშის შემდეგ ტკბილი ჩურჩხელა არავის აწყენს. ამბობენ მარგებელიაო.
აბა რაა მაგარი გოგონები ყავს ბარსას შემეძლოს და არ ჩამსვლელის რა ვთქვი რაა პუტელიასს ჩაუტანდა კაცი ქართულ ჩურჩხელას