ცოტა ხნის წინ დასრულდა “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გამართული, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩი, რომელშიც კატალონიელებმა 5-2 იმარჯვეს.
შეხვედრის ანგარიში მე-8 წუთზე მაპი ლეონმა ულამაზესი გოლით გახსნა, თუმცა, ოლგა კარმონამ პენალტის ნიშნულიდან წონასწორობა აღადგინა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით, 1-1 გავიდნენ.
მეორე ტაიმში “ბარსას” გოგონებმა თავიანთი ძალა აჩვენეს – მიუხედავად იმისა, რომ კლაუდია სორნოსამ მადრიდელები დააწინაურა, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” მეტოქეს კიდევ 4 გოლი გაუტანეს: 55-ე წუთზე აიტანა ბონმატიმ ანგარიში კვლავ გაათანაბრა, 3 წუთში კლაუდია პინამ “ბლაუგრანა” წინ გაიყვანა, შემდეგ კი თავი ალექსია პუტელიასმა (62′) და კაროლინ ჰანსენმაც (70′) გამოიჩინეს და “ბარსამ” 5-2 მოიგო.
ორი მატჩის ჯამში “ბარსელონამ” “რეალი” 8-3 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.
ვოლსბურგ-არსენალის გამარჯვებულს. (1:1) პირველი შეხვედრა
ყველგან და ყოველთვის რატომ უგებენ? დდ
ეხლა მაინტერესებს ვინმემ თუ იცით პსჟ-ს ვხვდებით ნახევარფინალში, რომელმაც გუშინ ბაიერნი გააგდო თუ ვოლფსბურგ-მარსელს და ოლიმპიკ-იუვენტუსს შორის გამარჯვებულს?
რეალის წიოკი…ბრავო გოგოებს 👏👏👏
გილოცავთ
ისე მაგარი ტრუხა პენალი დაუდეს რეალს…
ბრავო ✊🏻♥️💙
სუმთალთ გაუთახსირეს თუ სადმე რამის იმედი ქონდა რეალს. თან რო დაწინაურდა რა დღეში იყვნენ. მარა უცებ აიცრნენ და მოსხდნენ კუთვნილ ადგილას
ეს კარში ჩაწოდება მაგარი აქვთ დამუღამებული

მაგრები არიან.
აი ნამდვილი კაპიტანია ალეშია! თან რა ლამაზია ეგ ოხერი! ერთი სიამოვნებაა მისი ყურება გინდ ფეხბურთის მხრივ გინდ ფიზიკურად! მაგის ისტაგრამს სულ ვადევნებ თვალს და ფბზეც მყავს გამოწერილი და იქაც ვნახულობ მის პოსტებს და ფოტოებს. აქტიურადაა ჩართული სოც ქსელში ნამდვილი კულე გოგო
ვიხევი
გოგოები არიან მარა იხმარეს