იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო “ბარსელონასთან” დაკავშირებულ საკითხებსა და სატრანსფერო გეგმებზე საუბრობს.
რაფინია
“ბარსელონა” რაფინიას აგენტთან, დეკუსთან პირად კონტრაქტს ათანხმებს, მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზეა. ბრაზილიელი კატალონიური კლუბში გადასვლით ბედნიერი იქნება. “ბარსას” “ლიდსისთვის” შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია.
25 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევრო არაა – იმ შემთხვევაში, თუ ინგლისური კლუბი პრემიერ ლიგიდან გავარდება, რაფინიას შეძენა 25 მილიონად იქნება შესაძლებელი.
კილიან მბაპე
“ბარსელონა” კილიან მბაპეს შეძენით დაინტერესებული არაა.
მოჰამედ სალაჰი
“ბარსელონასა” და სალაჰს შორის სერიოზული არაფერია. ეგვიპტელი კარიერის ლა ლიგაში გაგრძელებას არ გეგმავს.
რობერტ ლევანდოვსკი
ლევანდოვსკი “ბაიერნისგან” ხანგრძლივ კონტრაქტს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წასვლაზე სერიოზულად იფიქრებს. კატალონიელები პოლონელის სიტუაციას აკვირდებიან, კლუბს მის აგენტთან კარგი ურთიერთობა აქვთ. სალაჰისგან განსხვავებით, ლევანდოვსკი ლა ლიგაში თამაშზე უარს არ იტყოდა.
უსმან დემბელე
დემბელესთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. “ბარსასა” და ფრანგი ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის კონტაქტი არ შემდგარა.
რონალდ არაუხო
გავისგან განსხვავებით, არაუხოსთან მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზე არაა. ურუგვაელი “ბარსელონაში” ბედნიერია. ამ ეტაპზე მხარეები შეთანხმებას ანაზღაურების საკითხზე ცდილობდნენ.




მოჰამედ სალაჰი
"ბარსელონასა" და სალაჰს შორის სერიოზული არაფერია.
ანუ ეს ის არ არის რაც თქვენ იფიქრეთ-ო?
50 მილიონი?? მე 500 ვიცოდიიი, ოოოო არაააა
მეც ჰოლანდი მინდა თუ 20-25 ზე მეტს არ მოითხოვს თუ არადა ნუნიესი არ იქნება ცუდი ვარიანტი მაგრამ ჰოლანდი ერთ თავით მაღლა დგას
ხალხო რა ჰოლანდი ხო ხართ კარგად?? 50 მილიონი უნდა მამამისს იმ სპერმატოზოიდის გამო და აგენტი კიდე 50-ს ითხოვს, მაგას მინიმუმ 25 მლნ უნდა ხელფასი, 100 მლნ ტრანსფერის ფული…. თან ტრამვიანი…
ერთს ვერ ვხვდები როცა ჰალანდზე და ამავდროულად ლევანასკენ იქაჩებიან და თან ორივეს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება უნდა დაუნიშნონ ამის ფონზე არაუხოს რომელიც დაცვის ცენტრის ლიდერია ხურდებზე რატო ეკიდებიან და რატო ცდილობენ იმას რო ათასებზე ატილაონ როცა სხვა ტოპ კლუბებიდან ბევრად უკეთესი შემოთავაზება აქ,რო წავიდეს იტყვიან ფული უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა მისთვისო არადა აქეთ სასწაულ ანაზღაურებას პირდებიან სხვას და თვითონ მას კი ცოტა არიყოს უსამართლობაა ეს დამოკიდებულება
მეც ჰოლანდი მინდა თუ 20-25 ზე მეტს არ მოითხოვს თუ არადა ნუნიესი არ იქნება ცუდი ვარიანტი მაგრამ ჰოლანდი ერთ თავით მაღლა დგას
ჩემი აზრით დემბელე წასულია უეჭველი, რაფინია ჩავის მოწონს და ცუდი ნამდვილად არ ეთქმის, გავი ასიანი რჩება და არაუხოც დარჩება არსად წამსვლელი არაა ეგ ამ ასაკშივე არ აიწეწავს კარიერას როცა აქ ლიდერია ტიპი, ლევანა კაი იქნება თუმცა მე არ მსურს ეს ჩემი აზრია ასაკი ასაკია მაინც და სადაც სუარესი გაუშვეს იგივე ასაკის ლევანდოვსკი არაა საჭირო, მე წინ ჰალანდი და მხოლოდ ჰალანდი მსურს არაფრით არაა ლევანდოვსკიზე ნაკლები გამოცდილებას თუ არ ჩავთვლით ასე რომ ჰალანდი.
სასიამოვნო ინფორმაციაა, არაუხოს თუ არ ჩავთვლით
აუ ლევანა რას გაასწორებდა